Le Monde: ინდოეთის დედაქალაქს ჟანგბადის დეფიციტი ახრჩობს

Le Monde: ინდოეთის დედაქალაქს ჟანგბადის დეფიციტი ახრჩობს

access_time2021-05-09 18:00:17

საბავშვო საავადმყოფოს Rainbow Childrens Hospital-ის დირექტორმა დაწერა Twitter-ში, რომ 1, მაქსიმუმ 2 დღეში კლინიკა ჟანგბადის გარეშე დარჩება, რაც 30 ახალშობილის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.


ისევე, როგორც ინდოეთის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, Rainbow Childrens Hospital-ისთვის რბოლა ჟანგბადისთვის ყოველდღიურ რეალობად იქცა.


საავადმყოფო Batra Hospital-ში 1 დღეში ჟანგბადის დეფიციტის გამო 12 პაციენტი და ექიმი გარდაიცვალა. ყოველ დღე სატვირთო თვითმფრინავებს მთელი მსოფლიოდან ინდოეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ჟანგბადის ბალონები და რესპირატორები ჩამოაქვს, თუმცა, დელიში და პადნემიით დაზარალებულ სხვა დიდქალაქებში ტრანსპორტირებას გარკვეული დრო სჭირდება, დრო კი ინდოეთს დღეს არა აქვს.


ამ დროისთვის ქვეყანაში 20 მლნ.-ზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენიობამ კი 200 000-ს გადააჭარბა.


ნიუ-დელი იხჩობა ჟანგდაბის გარეშე. კორონავირუსით დაავადებულები ჟანგბადის ბალონების ნებისმიერი გზით შოვნას ცდილობენ, სხვები კი საავადმყოფოებში თავისუფალ ადგილებს ვერ პოულობენ. გადავსებული საავადმყოფოები პაციენტებს უკვე არ ღებულობენ, სულ უფრო მეტი კლინიკა კარებს უბრალოდ კეტავს და შინ არავის უშვებს.



მთავრობის მიერ გამოცხადებულმა კარანტინმა წესით პანდემიის ძალა უნდა შეამციროს, თუმცა ეს ინდოეთია, აქ ჟანგბადი დეფიციტია ყოველგვარი კორონას გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით.


აქ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. დღეს ნიუ-დელის სახლებში გარედან შავი მტვერი შედის, ეს კვამლია კოცონებისგან, რომლებშიც კორონავირუსის მსხვერპლებს წვავენ. სუნთქვა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი მნიშვნელოვნად გართულებულია, დაავადებულებისთვის კი ეს სიკვდილის ალბათობას ზრდის.


ბოლო დღეებში ინდოეთში გაზეთები შეფერხებით გამოდიან, კორონავირუსს უკვე 150 ჟურნალისტი შეეწირა. სოციალური ქსელი Twitter სიკვდილის ჟურნალად იქცა, იქ რეგულარულად ქვეყნდება კულტურის მოღვაწეების, მწერლების, მსახიობების, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტების და რიგითი ადამიანების სახელები, ვინც კორონავირუსმა მოკლა.


ასევე Twitter-ის მეშვეობით რიგითი ინდოელები საზოგადოებისგან დამხარებას ითხოვენ ისეთპრობლემურ საკითხებში, როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ჟანგბადის, პლაზმის და წამლების შოვნაა. ყოველდღიურად იზრდება რიგები აფთიაქებთან, კლიენტებს დისტანციის დაცვა, შეკვეთის გარედან გაკეთება და ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათებით უწევთ.


რესტორნების დახურვამ შიმშილის ზღარზე ათასობით უპარტონო ცხოველი, ძაღლები, კატები, მაიმუნები და ძროხები დატოვა, რომლების ნიუ-დელის ქუჩებში საჭმელის ძებნაში დარბიან.


საცხოვრებელ კვარტლებში სპეციალური ავტომობილები მოძრაობენ, რომლებიც მოსახლეობას შექმნილ ვითარებას ახსენებენ და ყველას სახლებში დარჩენას ურჩევენ. თუმცა, ეს უკვე სრულიად ზედმეტია, ინდოეთში ავადმყოფობის და სიკვდილის სურნელი ტრიალებს და ადამიანებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ისედაც სადმე გასვლის ეშინიათ. სიფრთხილეს ის მცირერიცხოვანი ჯგუფიც კი იჩენს, რომელმაც ვაქცინაცია გაიარა.


le monde

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ინდოეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up