Le monde: განქორწინების მიუხედავად, ბილი და მელინდა გეითსების ფონდი სიღარიბესთან ბრძოლას განაგრძობს

Le monde: განქორწინების მიუხედავად, ბილი და მელინდა გეითსების ფონდი სიღარიბესთან ბრძოლას განაგრძობს

access_time2021-05-07 20:00:42

ბილ და მელინდა გეითსების განქორწინებამ ქველმოქმედების სამყაროში მიწისძვრის მსგავსი ეფექტი გამოიწვია.

 

ეს იმის მიუხედავად, რომ მათი 27-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში შექმნილი საქველმოქმედო ფონდი საქმიანობას განაგრძობს და უკვე ყოფილი მეუღლეები მის ფარგლებში კვლავ ითანამშრომლებენ.

 

„ბილ და მელინდა გეითსების ფონდი“ რომლის მიზანიცაა მთელს მსოფლიოში სიღარიბესთან, დაავადებებთან და უთანასწორობასთან ბრძოლა, დედამიწაზე უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. მისი აქტივები 50 მლრდ. დოლარს შეადგენს  და ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შემოწირულობების კუთხით მეორეა.

 

ბილ გეითსი, როგორც მეცნიერების ენთუზიასტი, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კაცობრიობას პანდემიის მოახლოვებაზე აფრთხილებდა. ბილის და მელინდას ფონდს ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, ვაქცინაციის დიდი გამოცდილება აქვს, ფონდმა დიდი თანხები ჩადო Covax-ში, რომელიც 92 ღარიბ ქვეყანაში ვაქცინის გავრცელებას უზრუნველყოფს.

 

თუმცა, საერთაშორისო ინტერესს ამ ფონდის მიმართ მნიშვნელოვნად ზრდის ის გარემოება, რომ მას არა „ბილ გეითსის“, არამედ „ბილ და მელინდა გეითსის ფონდი“ ჰქვია, ეს კი გარკვეულ ინტრიგას ქმნის. ვის დარჩება საბოლოო ჯამში მსოფლიოში უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მისი მფლობელების გაყრა მის საქმიანობაზე როგორ აისახება?


 

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ტექსტი მოკლე და ლაკონურია - ყოფილი წყვილი ფონდის შექმნას ცხოვრებაში მთავარ მიღწევად (3 შვილის გაზრდის გარდა) მიიჩნევს, და მის ფარგლებში ერთად მუშაობას განაგრძობს. ამ სიტყვებმა წესით ფონდის 1600 თანამშრომელი უნდა დაამშვიდოს.

 

ამ შემთხვევაში ბუნებრივია, იბადება პარალელი მეორე გახმაურებულ განშორებასთან - 2 წლის წინ სიეტლში გაყრის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ მაკენზი სკოტმა განაცხადეს.

 

განშორების შემდეგ ის უზარმაზარი ქონების მფლობელი გახდა და მისი დიდი ნაწილი მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. ამჟამად სკოტი მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა რეიტინგის პირველ ხუთეულში შედის, იმის მიუხედავად, რომ თავად არასდროს არავითარი ბიზნეს-საქმიანობით დაკავებული არ ყოფილა.

 

ეს ორი განქორწინება, დიდი სხვაობს მიუხედავად, მსხვილ  და ყოვლისშემძლე ბიზნეს-კორპორაციებში ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობას აჩვენებს. იმასაც, რომ ყველაზე მშვენიერი და კეთილი იდეები ხშირად კონკრეტულ ადამიანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

 

Lemonde.fr

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up