Le Monde: ბრიტანეთში სატვირთო გადაზიდვები პარალიზებულია

Le Monde: ბრიტანეთში სატვირთო გადაზიდვები პარალიზებულია

access_time2020-12-26 17:00:51

იმ დროს, როდესაც 40 ქვეყანამ ბრიტანეთთან საზღვრები დაკეტა და ქვეყნის კლინიკების მესამედი პანდემიის პირველ ტალღასთან შედარებით მეტ კოვიდ-პაციენტს მკურნალობს, სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯოსნონმა თავის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა - .„მინდა ჩვენ საზღვრებზე, შექმნილი ვითარება შევაჯამო“.


კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეკავების მიზნით საფრანგეთმა ინგლისთან საზღვარი მთლიანად, მათ შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის, მთლიანად დაკეტა. ამან ბრიტანეთის პარალიზება გამოიწვია, რადგანაც სწორედ საფრანგეთის საზღვარზე, საზღვაო პორტ დუვრში და ლა მანშის გვირაბის ბრიტანულ მხარეზე არსებულ ლოგისტიკურ ცენტრში, ქვეყნის ტვირთნაკადის 30%-ს გადამუშავება ხდება.


ამ 2 წერტილის გავლით წელიწადში 4 მლნ.-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, საფრანგეთ-ბრიტანეთის საზღვარზეა დიდწილად დამოკიდებული სამეფოს როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი და ქვეყნის მომარაგება. ბრიტანეთში მაღალია სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება და თუ ვითარება საზღვარზე არ მოგვარდა, ქვეყანას პირველად მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დეფიციტი ემუქრება.


ბორის ჯონსონის მხრიდან საზღვარზე შექმნილი ვითარებისადმი ასეთი დიდი ყურადღება ამ საკითხის მნიშვნელობას ადასტურებს. ამ წუთებში დუვრისკენ მოძრაობს ზღვის პროდუქტების შოტლანდიური მწარმოებლის.


Loch Fyne-ს სატვირთო მანქანები. კომპანია საშობაოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ომარების გაყიდვას გეგმავდა და პროდუქციის მალფუჭებადობის გამო Loch Fyne-ს მენეჯმენტს ძალიან ცოტა დრო აქვს.


„ეს კატასტროფაა. საზღვრისკენ მიემართება ასობითათასი ფუნტის ღირებულების საქონელი, დუვრი და გვირაბი კი ბლოკირებულია. რა გვეშველება?“ - ჩივიან კომპანიის მფლობელები.



იმის შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი შტამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა, ბრიტანეთი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. 40 ქვეყანამ დახურა საზღვრები ნებისმიერი ტრანსპორტისთვის.


მათ შორის ბრიტანეთის მთავარი სატრანზიტო პარტნიორი საფრანგეთია, რომელიც სატვირთო მანქანებს თავის ტერიტორიაზე არ უშვებს იმის შიშით, რომ ბრიტანელი მძღოლები შესაძლოა ვირუსის მატარებლები აღმოჩნდნენ.


ბორის ჯონსონმა ქვეყნის მოქალაქეები იმით დაამშვიდა, რომ კვების პროდუქტების, წამლების და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის დიდი ნაწილი ქვეყანაში შეუფერხებლად შემოდის - საზღვაო კონტეინერებში. შეზღუდვები მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს ეხება.


დუვრში და ლა მანშის ლოგისტიკურ ცენტრში შექმნილმა ქაოსმა ბრიტანეთში ბევრი კითხვა გააჩინა. სწორედ ეს სასაზღვრო პუნქტები იყო ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი, ლონდონს და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დადების შემდეგ, 2021 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთის საზღვარზე საქონლის შემოწმების ახალი, შედარებით უფრო რთული და ხანგძლივი პროცედურები ამოქმედდება.


დუვრის პორტისთვის ეს შესაძლოა პრობლემა გახდეს.


ბრიტანელები ეჭვობენ, რომ დღევანდელი ვითარება საზღვარზე იმის დემონსტრაციაა, ქვეყანას უახლოეს მომავალში რა მოელის. ინგლისის ყველაზე პოპულარულმა ტაბლოიდმა​ The Sun-ma ცალსახადასკვნა გააკეთა - „ფრანგები არავითარ მოწყალებას არ ავლენენ!“.


თუმცა, ალბათ, რეალური მიზეზი გაცილებით პროზაულია - მარტისგან განსხვავებით, ახალი, დაუფრო საშიში ვირუსი ბრიტანეთიდან მოდის, და ევროკავშირი მისგან თავის დაცვას ცდილობს.


ემანუელ მაკრონი ამ საკითხზე ბორის ჯონსონს უკვე ესაუბრა და სწრაფი გადაწყვეტილების მოძიებას დაპირდა. ახალი სანიტარული პროტოკოლი სავარაუდოდ მომავალი სამშაბათისთვის შემუშავდება, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ალბათ PCR-ტესტების გაკეთება მოუწევთ.


lemond.fr

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up