Le Monde: ბეზოსი, ბრენსონი, მასკი -  მილიარდერების კოსმოსური რბოლა

Le Monde: ბეზოსი, ბრენსონი, მასკი - მილიარდერების კოსმოსური რბოლა

access_time2021-07-24 20:00:28

რამდენიმე დღის წინ Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში მცირე ხნით იმოგზაურა, თუმცა მისი ამბიციები კოსმოსურ ტურიზმზე ბევრად უფრო მაღალია - სწრაფი ინტერნეტის გავრცელება თანამგზავრების მეშვეობით.

 

პირველი სუბორბიტალური ფრენისთვის ბეზოსმა ყველაფერი დაგეგმა და მოამზადა, თუმცა ერთი დეტალი ვერ გაითვალისწინა - კერძოდ ის, რომ რიჩარდ ბრენსონმა მას რამდენიმე დღით დაასწრო.

 

თუმცა, ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ მილიარდერებს შორის კოსმოსურ რბოლაში ის საუკეთესოა.

 

20 ივლისს მასთან ერთად კოსმოსურ ხომალდში მისი ძმა მარკი, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი ოლივერ დეიმენი იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელმა ადგილი აუქციონზე შეიძინა.

 

მოგზაურებმა გადაკვეთეს 100-კილომეტრიანი ზონა, საიდანაც  დედამიწის სიმრგვალე და კოსმოსის სიბნელე ჩანს.  აქ ჩვენი პლანეტის მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს და ეს ადგილი კოსმოსის სიმბოლურ საზღვრად ითვლება.

 

ტურისტებმა უწონობაში რამდენიმე წუთი გაატარეს, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამით კოსმოსური ტურიზმის კარი გაიღო.

 

ამ იდეის რეალიზებაზე 20 წელი წავიდა. რიჩარდ ბრენსონის კომპანია  Virgin Galacticმ-მა ამ წელს ჩატარებული წარმატებული ცდების შემდეგ განაცხადა, რომ კომერციული ფრენები კოსმოსში 2022 წელს დაიწყება. ბილეთი 200 000 დოლარი ღირს და 600 უკვე გაიყიდა.


 

ბრენსონის მიზანია წელიწადში 400 რეისის შესრულება.

 

ჯეფ ბეზოსის Blue Origin უფრო ფრთხილია და კონკრეტულ განრიგს არ აცხადებს.

 

„ამ წელს ჩვენ კიდევ 2-ს, ხოლო  2022-ში კიდევ რამდენიმე რეისს შევასრულებთ", - განაცხადეს კომპანიაში.

 

ბაზრის კვლევის თანახმად, საშუალოდ წელიწადში კოსმოსურ ტურიზმს 50 000-მდე პოტენციური კლიენტი ჰყავს, ხოლო რამდენიმე წელიწადში შესაძლოა ბილეთების მნიშვნელოვანი გაიაფება - 20 000 დოლარამდე.

 

ამ დროისთვის კოსმოსური ტურიზმი მხოლოდ ზემდიდრებზეა გათვლილი და სწორედ მათი იმედი აქვს კომერციული კოსმოსის მესამე მოთამაშეს - ილონ მასკს. მისი გეგმები გაცილებით უფრო ამბიციურია - ის 100 კილომეტრის სიმაღლეზე სიმბოლურად აფრენას და შემდეგ სახლში დაბრუნებას არ აპირებს.

 

ილონ მასკი ორბიტაზე 200-და 1000 კილომეტრამდე სიმაღლეზე რამდენიმე დღის გატარებას გეგმავს. სავარაუდოდ, ეს უკვე ამა წლის სექტემბერში მოხდება.

 

რიჩარდ ბრენსონზე მეტად, ჯეფ ბეზოსის კონკურენტი სწორედ ილონ მასკია, რომელმაც კოსმოსის ათვისებაში მას მნიშვნელოვნად გაუსწრო. ორივე მილიარდერის გეგმები კოსმოსურ ტურიზმს მნიშვნელოვნად სცდება  - ბეზოსის ოცნებაა კოსმოსური სადგურების აშენება, სადაც ცხოვრებას და მუშაობას მილიონობით ადამიანი შეძლებს, ხოლო მასკის მთავარი მიზანია მარსის დაპყრობა.

 

ორი მეწარმე ერთმანეთს სხვა დარგშიც ეჯიბრება  - კერძოდ, სწრაფი ინტერნეტის გავრცელებაში - მასკმა უკვე შექმნა სისტემა Starlink, რომელშიც 1000-ზე მეტი თანამგზავრი შედის, ჯეფ ბეზოსი საკუთარ თანამგზავრულ სისტემა Kuiper-ზე აქტიურად მუშაობს.

 

ის, რომ ბეზოსისთვის დღეს ძირითადი ინტერესის ობიექტი სწორედ კოსმოსია, ჩანს თუნდაც იმ ფაქტიდან, რომ  ის სრულად გავიდა Amazon-ის მართვიდან და მთლიანად კოსმოსურ პროექტებზე გადაერთო.

 

lemonde.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up