Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

access_time2020-01-19 18:00:38

დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.

 

ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების საფრთხეს.

 

და ეს მხოლოდ დასაწყისია - ამგვარი მოვლენები საგრძნობლად გახშირდება  საუკუნის ბოლოსთვის.

 

ხანძრები ავსტრალიაში   - ეს არის სიგნალი იმაზე, თუ როგორი პირობები ჩაითვლება ნორმად მომავალში, როდესაც საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე გაიზრდება 3 გრადუსით - ამბობს ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორი, და კვლევის ერთ-ერთი ავტორი რიჩარდ ბეთსი.

 

მეცნიერებმა შეისწავლეს  57 კვლევა ხანძრებზე კლიმატური ცვლილებების გავლების თაობაზე, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გახშირდა და უფრო მძიმე გახდა პირობები, რომელთა დროსაც მასიური ხანძრების საფრთხე განსაკუთრებით იზრდება.

 

ეს არის რეალობა, რომელიც ატარებს გლობალურ ხასიათს, და ეხება თითქმის ყველა ქვეყანას თუ კონტინენტს - რამდენიმე იზოლირებული და ნაკლებად დასახლებული რეგიონის გარდა.


 

კვლევის თანახმად, 1979-2013 წლებში იმ პირობების ერთობლიობა, რომელიც ზრდის ხანძრების საფრთხეს, გახშირდა 20%-ით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ასევე გაიზარდა ხანძრების რაოდენობა.

 

„ხანძრის გაჩენას ბუნებრივი პირობების გარდა სჭირდება სხვადასხვა ფაქტორები  - საწვავის მისაწვდომობა, მშრალი ფლორა. ხანძრების აქტიურობა ბუნებრივი დათბობის გარდა დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე, და ასევე ისეთ არაპროგნოზირებად მოვლენებზე, როგორც მეხის დაცემა“ - ამბობს Météo France-ს მკვლევარი ემილი ჯოცდერი.

 

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება უკვე შესამჩნევია - იზრდება გლობალური ტემპერატურა, უფრო ხანგძლივი ხდება  ძლიერი სიცხეების პერიოდები, რა დროსაც იზრდება ხანძრების რისკებიც.

 

დღეს ეს სიგნალი უკვე აშკარად ჩანს ამაზონიაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სკანდინავიაში, აშშ-ს დასავლეთში და კანადაში. შედარებით ნაკლებად იგრძნობა გლობალური დათბობა ციმბირში.

რაც შეეხება ავსტრალიას, აქ კლიმატური პირობები მკვეთრად იცვლება ბუნებრივადაც, რაც ართულებს სასათბურე გაზების ზემოქმედებაზე დაკვირვებას - ამბობს ავსტრალიელი კლიმატოლოგი რენო ბარბერო.

 

„თუმცა, სავარაუდოდ, ამ წლის ხანძრებში კლიმატის ცვლილების წვლილი საკმაოდ დიდია“  - მიიჩნევს ის.

 

მოდელირება ცხადყოფს, რომ ასწლეულის ბოლოს სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება - ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხანძრების სეზონები გაიზრდება მინიმუმ 20 დღით, ხოლო დამანგრეველი მასობრივი ხანძრები, რომლებიც ხდება ევროპაში საშუალოდ 100 წელიწადში ერთხელ, მომავალში მოხდება 5-10 წლის სიხშირით.

 

უარესი ჯერ კიდევ წინაა, თუმცა, ნეგატიური პროცესების შენელება ჯერ კიდევ შესაძლებელია -  2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში საშუალო ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსით, გაზრდის დამწვარი ტყეების ფართის ზრდას 40%-ით, მაშინ, როდესაც 3 გრადუსით - 100%-ით.

 

ამიტომაც ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ კლიმატური ცვლილებების საწინაამღდეგო პარიზის შეთანხმების შესრულება იმისთვის, რომ გლობალური ტემპერატურა არ გაიზარდოს 2 გრადუსზე მეტით.


თეგები:
Le Monde



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up