Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

access_time2019-12-08 20:00:01

 

2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.

 

სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული ნერვულ-პარალიტიკური გაზის გამოყენებით მათი ყოფილი კოლეგის სეგრეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამლვის შემდეგ.

 

მასშტაბური სპეცოპერაციის დროს გამოვლინდა, რომ 15 მკვლელი ხშირად ჩადიოდა საფრანგეთში. ისინი ჩერდებოდნენ ალპებთან ახლოს მდებარე პატარ-პატარა ქალაქებში. ამ ეტაპზე ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, თუმცა, ცნობილია რომ, საფრანგეთის კონტრდაზვერვის მონაცემებით, სწორედ ალპური რეგიონი ზემო სავოია იყო მათი სარეზერვო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

 

თავად საფრანგეთში ეს ჯგუფი არ მოქმედებდა, სავარაუდოდ იმის გამო , რომ ხელძღვანელობას არ სურდა საბაზო ბანაკისთვის ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა - ალპურ ქალაქებში ჯგუფი ინახავდა იარაღს და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, იქვე მისი წევრები გროვდებოდნენ და ამუშავებდნენ გეგმებს.

 

გამოძიების მონაცემებით, ეს 15 აგენტი მიმაგრებული იყო სამხედრო დაზვერვის სპეციალისტების მომზადების ცენტრთან, რომელიც ცივი ომის დროს ამზადებდა კომუნისტ-პარტიზანებს აზიის, აფრიკის, და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის.

 


სსრკ-ს დაშლის შემდეგ ის გადავიდა იატაკქვეშ და ძირითადად დაკავებულია მკვლელობებით, საბოტაჟით და სხვა საიდუმლო ოპერაციებით.

 

გამოვლენილი აგენტების ნაწილის სახელები უკვე გაჟღერდა მედიაში - კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებების საიტმა Bellingcat-მა დაასახელა სოლსბერის მოწამლვის ორგანიზატორები და შემსრულებლები. მათ შორის ერთ-ერთი - ვინმე დენის სეგრეევი მონაწილეობდა ბულგარეთში კრემლისადმი მტრულად განწყობილი იარაღით მოვაჭრე ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში 2015 წლის 28 აპრილს.

 

Bellingcat-მა და გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა სწორედ ბულგარეთის წარუმატებელი ოპერაციის გამოძიების პროცესში მოახდინა ჯგუფის კიდევ 6 წევრის იდენტიფიცირება - ეს ოფიცრები მონაწილეობდნენ სხვა მისიებში, მაგალითად, ყირიმის ანექსიის ოპერაციაში და მოლდავეთში დესტაბილიზაციის კამპანიაში.

 

ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, მათ შორის ერთ-ერთი, სერგეი პავლოვი, ასევე შემჩნეული იყო ბრიტანეთშიც 2017 წლის დროს, ზუსტად მაშინ, როდესაც მოწამლეს სკრიპალები.

 

სადღეისოდ უკვე ცნობილია ჯგუფის ყველა წევრის სახელები, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა ეს სახელი სინამდვილეში ფსევდონიმია.

 

თუმცა, როგორც ჩანს ეს ისტორია ჯერაც არ დასრულდა - ფრანგული დაზვერვის აზრით, ზემო სავოია დღესაც რჩება ზურგის ბაზად რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ოპერაციებისთვის ევროპაში.

 

გამოვლენილ ქვედანაყოფს არ ჰქონდა არანაირი შეხება სამხედრო დაზვერვის სხვა ჯგუფებთან - მაგალითად, იმასთან, რომელიც იყო დაკავებული კიბერ-შპიონაჟით, და ასევე გადაადგილდებოდა ზემო სავოიას რეგიონში.

 

საფრანგეთის კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულ იყო კიბერ-შეთევებთან საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოზე.

 

ასევე მკვლელების ჯგუფი თავს იკავებდა ყოველგვარი კონტაქტებისგან სხვა რუს შპიონებთან, რომელიც მუშაობენ საფრანგეთში საელჩოებში და საკონსულოებში.


თეგები:
Le Monde



24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up