Le Monde: 2 წლიანი გამოძიების შემდეგ, საფრანგეთში „ქართული მაფიის“ 15 წევრს ბრალდება წაუყენეს

Le Monde: 2 წლიანი გამოძიების შემდეგ, საფრანგეთში „ქართული მაფიის“ 15 წევრს ბრალდება წაუყენეს

access_time2021-02-21 18:00:44

თითქმის 2 წლიანი გამოძიების შემდეგ ქალაქ რენის პროკურორმა ფილიპ ასტრიუკმა 16 თებერვალს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის შესახებ განაცხადა.

 

ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მიერ კონტროლირებადი ქართული მაფიის 15 წევრს ბინების ძარცვის და ფულის გათეთრების ბრალდებები უკვე წაუყენეს.

 

პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილ იქნა გასაყიდად გამზადებული ნაქურდალი ნივთები - ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელი, პარფიუმერია და ტყავის ნაკეთობები, რომლებიც უკვე შეფუთული იყო. ასევე პოლიციელებმა სპეციალური ჩანთები ამოიღეს, რომლებშიც ლითონის ფოლგა მაღაზიიდან მოპარული საქონლის შეუმჩნევლად გატანის შესაძლებლობას იძლეოდა.

 

გარდა ამისა სამართალდამცავებმა კარების და სეიფების გახსნისთვის საჭირო მოწყობილობა, სპეციალური გასაღები, რომლითაც კრიმინალები მანქანებს იტაცებდნენ, სანადირო თოფი, ვაზნები, ჯავშანჟილეტი, ძვირფასეულობა და 53 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღეს.

 

რენის პროკურატურის ინფორმაციით, დაჯგუფება ბელგიიდან უკანონოდ შემოტანილი კონტრაბანდული სიგარეტებით ვაჭრობდა, ბინებს არა მხოლოდ რენში, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძარცვავდა.

 

„პოლიციის ამ ოპერაციამ „კანონიერ ქურდებს“ მაფიის ძალიან იერარქიული, პირამიდული და კლანური სტრუქტურა გამოავლინა“ - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კომისარმა სონა ფიბლეიმა.


 

რენის პროკურატურის ინფორმაციით, ამ ტიპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები 20-ან წლებში, საბჭოთა ციხეებში შეიქმნა, სადაც პარალელური საციხო იერარქია ჩამოყალიბდა, ერთგვარი პირამიდა, რომლის სათავეშიც კანონიერი ქურდები იდგნენ.

 

„ისინი ძალიან მობილურები არიან, მასაში ძალიან ადვილად იკარგებიან. ამ ტიპის დაჯგუფებების სპეციალიზაციაა ქონების მითვისება, ქურდობა მაღაზიებში, სახლების  და ოფისების ძარცვა. მათ კანონიერი ქურდები აკონტროლებენ, რომლებსაც ქცევის გარკვეული კოდექსი აქვს და რომლებიც ამ სტატუსს სამუდამოდ იღებენ“, - ამბობს სონია ფიბლეი.

 

მისი თქმით, ქურდებს იერარქიაში მეორე ადგილზე მყოფი „მაყურებლები“ ეხმარებიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცალკეულ რაიონებში სიტუაციას აკონტროლებენ.

 

„ასეთი რეგიონული ხელმძღვანელები მძარცველებს და სახვა კრიმინალებს აკონტროლებენ, მათ ასევე დავალებების შემსრულებლები, ძირითადად არალეგალი მიგრანტები, ჰყავთ. „მაყურებლები“ ასევე კადრების განყოფილებების უფროსების და რეგიონალური მენეჯერების როლებს ასრულებენ, დაჯგუფებაში დისციპლინას ამყარებენ და დავალებებს არიგებენ. ორგანიზაციის ყველა წევრი ვალდებულია ძარცვით, ან სხვა უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი საერთო ყულაბაში, „ ობშაკში“ გადარიცხოს“ - განაცხადა პოლიციის კომისარმა.

 

მისი თქმით, ქურდული სამყაროს წინაამღდეგ საქართველოში და რუსეთში მკაცრი კანონები მოქმედებს, რის გამოც მათი დიდი ნაწილი მდიდარ დასავლეთ ევროპაში გადაბარგდა. თუმცა, პანდემიამ და კარანტინმა მათი გადაადგილება შეაფერხა, რამაც თავის მხრივ, კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

 

ქართული ქურდული მაფია განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთში. 2019 წელს რეგიონ პროვანსის სასამართლომ ქართველ კახაბერ შუშანაშვილს 2010 წელს მარსელში კონკურენტი-დაჯგუფების წევრის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით,  სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

შუშანაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი იყო, თუმცა, ასეთი ჯერ კიდევ ბევრი გარეთაა დარჩენილი.

 

 

წყარო: lemonde.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up