Le Figaro:  ინფლაციის გამო რუსების უკმაყოფილება დღითიდღე მძაფრდება

Le Figaro: ინფლაციის გამო რუსების უკმაყოფილება დღითიდღე მძაფრდება

access_time2021-02-27 19:00:10

ფასების კოლოსალური ზრდის პირობებში რუსეთის ხელისუფლებას უკვე დიდი ხნის დავიწყებული საზოგადოებრივი პროტესტების განახლების ეშინია, და მას ამის მიზეზი ნამდვილად აქვს.


„ამჟამად სამსახურს ვერ ვშოულობ. ძირითადად მშენებლობებზე ვმუშაობ, და ზამთარში როგორც წესი, ისედაც ჭირს, დღეს კი ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა. ფასები კი საშინლად იზრდება და იზრდება“ - ამბობს ვასილი, რომელიც 88 უკიდურესად ღარიბ ადამიანთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში, სოციალური დახმარების ცენტრში დადის.


იქ ისინი ჩაის, ბუტერბროდებს, ტანსაცმელს, და საპონს უფასოდ იღებენ. ცენტრის თანამშრომლის ოლგა ალექსანდროვსკაიას თქმით, მათთან არა მხოლოდ უსახლკაროები, არამედ ჩვეულებრივი, მშრომელ ადამიანები მოდიან, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ.


„მათ შორის ძალიან ბევრი თვითდასაქმებული იყო, ან კონტრაქტის გარეშე მუშაობდა, და პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა. ზოგჯერ დამსაქმებლებმა მათ ხელფასებიც კი არ გადაუხადეს. თანაც ეს ადამიანები არსად არ ირიცხებიან და სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ“ - ამბობს ის.


მისი თქმით, რუსეთში დღეს ყველაფერი - პირველ რიგში კვების პროდუქტები, უკიდურესად გაძვირდა, თანაც შემოსავლების მკვეთრი ვარდნის ფონზე, და ეს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა გადარჩენის პრობლემის წინაში დგას.


რუსეთის სტატისტიკურმა სამსახურმა გაითვალა, რომ 2020 წელს ქვეყნის მშპ „მხოლოდ“ 3,1% -ით შემცირდა, თუმცა, ეს მაინც რუსეთისთვის ყველაზე მძიმე რეცესიაა 2009 წლის შემდეგ, როდესაც ეროვნული სიმდიდრე 7,8%-ით დავარდა. დეპრესიული ფონი, რომელშიც ცხოვრება რუსების უმრავლესობას უწევს, მათ უკმაყოფილებას ზრდის.


ეს ყველგან იგრძნობა - მაღაზიებში, გაზეთებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში.



როსსტატის ინფორმაციით, რუსეთში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული პროდუქტი - კარტოფილი - 2021 წლის 5 კვირაში 40%-ით, ხოლო ხილ-ბოსტნეული 0 20%-ით გაძვირდა.


„ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში სასურსათო კალათაში ძალიან მაღალია იმპორტული პროდუქტების და მასალების წილი. შესაბამისად, რუბლის კურსის მერყეობა შემოტანილი საქონლის ფასებს ავტომატურად ზრდის. 7 თვის მანძილზე რუბლი ევროსთან 30%-ით, დოლართან კი - 21% დასუსტდა. რა თქმა უნდა, ამან გავლენა სასურსათო პროდუქტებზეც მოახდინა“ - ამბობს კომპანიაТелеТрейд -ის ანალიტიკოსი მარკ გოიჰმანი.


„ჩემი შემოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ შემცირდა, და მას თითქმის მთლიანად კვებაზე ვხარჯავ“ - ყვება მოსკოვში საკანცელარიო საქონლის პატარა მაღაზიის მფლობელი.


„საბედნიეროდ, ფართის ქირის ფასი არ გაზრდილა. თუმცა, მთელი საქონელი, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტულია, გაძვირდა. იგივე შეიძლება ითქვას კომუნალურ ტარიფებზე და საწვავზე. ეს არა მხოლოდ იმპორტს, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც ეხება, რომელიც უცხოურ ტექნოლოგიებზე და მასალებზე კრიტიკულადაა დამოკიდებული“ - ამბობს რითეილის ბაზრის ექსპერტთა საბჭოს თავჯდომარე ალექსეი კარპოვი.


ფორმალურად, ხელფასები გაიზარდა, მაგრამ ფასების კატასტროფული ზრდის პირობებში რეალური შემოსავლები 2013 წელთან შედარებით 10,6%-ით ნაკლებია.

„ადამიანები უარესად ცხოვრობენ - რაც არ უნდა აუხსნა, პანდემია თუ არაპანდემია - ფაქტია, რომ ცხოვრება გაუარესდა“ - აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, და განაცხადა რომ „გარკვეული ძალები“ ამ სირთულეების გამოყენებას ცდილობენ.


გამოიწვევს თუ არა მოსახლეობის სიდუხჭირის ზრდა სოციალური უკმაყოფილებას ან სულაც პოლიტიკურ პროტესტს? შესაძლოა, ოღონდ არა დღეს.


Левада-центр-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების 43% მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლები შესაძლებელია, თუმცა, აქციებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას მხოლოდ 17% გამოხატავს.


ეს ცოტა არაა 145-მლნ.- ია ქვეყნისთვის, თუმცა, არასაკმარისი სერიოზული ცვლილებებისთვის.


Lefigaro.fr


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up