Le Figaro: „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალში - ავღანეთი, ბრაზილია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო...

Le Figaro: „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალში - ავღანეთი, ბრაზილია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო...

access_time2021-10-28 19:00:20

საფრანგეთი ქვეყნების კლასიფიცირებას სამი ფერის კატეგორიებად ახდენს - „მწვანე“, „ნარინჯისფერი“ და „წითელი“. კონკრეტულად რას მნიშნავს ეს საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც უცხოეთში გამგზავრება სურის?

 


დელტა-ვირუსის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გავრცელების გამო საფრანგეთის მთავრობას სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის კუთხით რეკომენდაციების პერიოდული განახლება უწევს - ქვეყნები, რომლებიც გუშინ „მწვანეები“ იყვნენ, დღეს „წითლდებიან“ და პირიქით.

 


კლასიფიკაცია 9 ივნისიდან მოქმედებს და ის დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე და მისი ვარიანტების რაოდენობაზე. ყველაზე უსაფრთხოა „მწვანე“ ზონა, ყველაზე საშიში - „წითელი“, ხოლო საშუალო, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა შედის - „ნარინჯისფერია“.

 


რას ცვლის ეს რეალურ ცხოვრებაში? იმას, რომ ყოველი ფერი მოგზაურობის პირობებს ცვლის, თანაც ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა ადამიანი აცრილი. თუ თქვენ ვაქცინაცია გაიარეთ - შეგიძლიათ ამ ჩამონათვალს ყურადღება არ მიაქციოთ და სადაც მოისურვებთ, იქ იმოგზაუროთ.

 


საფრანგეთში დაბრუნებისას არც ტესტირების ჩატარება მოგიწევთ და არც კარანტინში ჯდომა.

 


ვაქცინირებულებს ქვეყანაში გასამგზავრებლად არავითარი საპატიო მიზეზი არ სჭირდებათ - საკმარისია სურვილი გქონდეთ და თავისუფლად შეგიძლიათ იმოგზაუროთ თუნდაც ტურისტული მიზნებით. ქვეყნების ფერებად დაყოფა უპირატესად საფრანგეთის არავაქცინირებულ მოქალაქეებს ეხება.


 


თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფერების მიუხედავად, ეს სუვერენული სახელმწიფოებია, ხშირად საკმაოდ ძლიერი, მდიდარი და გავლენიანი, ამიტომაც მათ შესაძლოა უცხოელების შემოშვების თავიანთი წესები და პროცედურები ჰქონდეთ.

 


მაგალითად, იაპონია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მწვანე“ სიაშია, თავად ევროკავშირის მოქალაქეებს საერთოდ არ უშვებს. იგივე ავსტრალიასაც ეხება,

 


ფერების მინიჭების კრიტერიუმები შემდეგია: „მწვანე“ - ვირუსის გავრცელება სუსტია, საგანგაშო შტამები არ ვლინდება.

 


ამ დროსთვის „მწვანეებს“ შორის არიან: ევროკავშირის 27 ქვეყანა, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არგენტინა, ბაჰრეინი და ა.შ.

 


ვის და რა პირობით შეუძლია ამ ქვეყნებში ჩასვლა? ნებისმიერს, ვაქცინირებულსაც და არავაქცინირებულს - იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, თავად ამ ქვეყნებმა საზღვრები არ ჩაკეტეს.

 


ნარინჯისფერი ზონა - ვირუსის აქტიური, თუმცა კონტროლირებადი გავრცელება, საშიში შტამები არ ფიქსირდება. ამ ჩამონათვალში არიან ბრიტანეთი, ბალკანეთის ქვეყნები. იქ გამგზავრება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვისაა შესაძლებელი. აუცრელებისთვის ვიზიტს საპატიო მიზეზი უნდა ჰქონდეს - ან ოჯახური, ან პროფესიული ხასიათის. ტურიზმი საპატიო მიზეზთა ჩამონათვალში არ შედის.

 


წითელი ზონა - ვირუსის აქტიური, უკონტროლო გავრცელება, ფიქსირდება საშიში შტამები. ამ კატეგორიის ქვეყნებს შორისაა ავღანეთი, ბრაზილია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, სურინამი და თურქეთი.

 


მოგზაურობის პირობები იგივეა, რაც „ნარინჯისფერ“ ზონაში, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეების იქ ჩასვლას კატეგორიულად არ ურჩევს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up