თუ კაცობრიობას სურს დაამარცხოს კორონავირუსი, კარანტინის, თვითიზოლაციის, და ჯანდაცვითი ღონისძიებების გარდა, ადამიანებმა მინიმუმ 4-ჯერ უნდა შეამცირონ სოციალური ურთიერთქმედება.
როდესაც ყოველი ინფიცირებული აავადებს მხოლოდ1 ადამიანს, ვირუსის გავრცელება აუცილებლად ნელდება.
იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება ევროპა, ეპიდემია ხდება ადვილად პროგნოზირებადი- მიიჩნევს ქალაქ მონპელიეს მეცნიერულ-კვლევითი ცენტრის დირექტორი სამუელ ელიზონი.
„მაგალითად, საფრანგეთში სადღეისოდ გამოვლინდა 2500 შემთხვევა, დაიღუპა 48 ადამიანი. ვირუსის გავრცელების სისწრაფის და სიკვდილიანობის დონის (1%) გათვალისწინებით, ქვეყანაში შესაძლოა დაავადდეს 10 მლნ. ადამიანი, ხოლო პოტენციური სიკვდილიანობა შეადგენს 50-დან 100 ათას ადამიანზე. თანაც ეს იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და საავადმყოფოები არ გაივსება. წინაანღდეგ შემთხვევაში სიკვდილიანობა შესაძლოა აღმოჩნდეს ბევრად უფრო მაღალი“ - თვლის მეცნიერი.
თუმცა, ეპიდემიოლოგებმა ისიც იციან, რომ ამ კატასტროფული სცენარის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელია - ამისთვის საჭიროა ვირუსუს გავრცელების წინაამღდეგ ეფექტური ზომების მიღება.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეიზღუდოს გამრავლების სიჩქარის მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრი, რომელიც ადგენს ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებული ადამიანების საშუალო რაოდენობას.
საშუალოდ, ევროპაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 3-ს, ეპიდემიის შესაჩერებლად კი ის უნდა შემცირდეს 1-მდე.
„როდესაც ერთი ინფიცირებული აავადებს საშუალოდ1 ადამიანს, ვირუსის გავრცელება აუცილებლად ნელდება. ჩვენი გათვლებით, ამისთვის საჭიროა, რომ ყველამ შეამციროს კონტაქტების რაოდენობა 4-ჯერ. მაშინ შესაძლებელი იქნება ამ ზღვარის გადალახვა, და გადადების მაჩვენებლის დაყვანა 1-მდე. სწორედ ეს გააკეთა ჩინეთმა, რომელმაც მოათავსა იძულებით კარანტინში ასობით მილიონი ადამიანი“ - ამბობს სამუელ ელიზონი.
თუ ყოველი ადამიანი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ განმარტოვდეს, შეამციროს მეგობრული, ოჯახური, და სამსახურეობრივი კონტაქტები აუცილებელ მინიმუმამდე, ეს დაგვეხმარება ეპიდემიაზე გამარჯვებაში.
არა აქვს მნიშვნელობა ავად ხართ, თუ არა, გქონდათ თუ არა კონტაქტები ვინმესთან რისკ-ჯგუფიდან. ეს ეხება ყველას.
„ეს არის დემოგრაფიული დინამიკა, სიტუაცია ითხოვს კოლექტიურ ძალისხმევას. ყველა „ბარიერული“ ზომები - კოცნაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმას, ხელების ხშირი დაბანა, ხველა მოხრილ იდაყვში, ყველაფერს ამას აქვს ერთად-ერთი მიზანი - გადადების მაჩვენებლის შემცირება. ასევე ძალიან ეფექტურია პირბადის ტარება“- ამბობს სამუელ ელიზონი.
მეცნიერულმა კვლევებმა დაგვანახა, რომ ჩინეთს მკაცრი ზომების მიღების შემდეგ, ვირუსის გამრავლების მაჩვენებლის 2-ჯერ შესამცირებლად დასჭირდა 2 კვირა.
უნდათ ეს ევროპელებს თუ არა, საბოლოო ჯამში მოუწევთ ჩინური გზის გავლა.