Le Figaro: ვირუსის მეორე ტალღის მიუხედავად შვედეთი კარანტინზე უარს ამბობს

Le Figaro: ვირუსის მეორე ტალღის მიუხედავად შვედეთი კარანტინზე უარს ამბობს

access_time2020-10-10 20:00:54

შვედეთი კარანტინზე უარს ამბობს, მოქალაქეებისგან პირბადის ტარებას არ მოითხოვს და საერთოდ არავითარ ზომებს არ იღებს. ამავე დროს სამეფოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. შვედებს უკვე ის უხარიათ, რომ მათ არავინ აკრიტიკებს - განსხვავებით პირველი ტალღის პერიოდისგან.

 

როდესაც მთელი ევროპა ისევ იკეტება, შვედეთი პირიქით, იმ მცირე შეზღუდვებსაც კი ხსნის, რომლებიც აქამდე მოქმედებდა - მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრებში მნახველების შესვლაზე აკრძალვა გაუქმდა, მოიხსნა დისტანცირება რესტორნებსა და ბარებში.  15 ოქტომბრიდან მასობრივი ღონისძიებები დასაშვები გახდება იმ შემთვევაში, თუ ერთ ადგილას არაუმეტეს 500 ადამიანი შეიკრიბება.

 

თავისუფლების სიომ თეატრების, სტადიონების და საკონფერენციო დარბაზების მიმართულებითაც დაუბერა - ასევე 15 ოქტომბრიდან აღდგება მათი ფუნცქიონირება.

 

შვედეთში პირბადის ტარება აუცილებელი არაა - ქვეყანაში პირბადეებით მხოლოდ უცხოელები დადიან ან ძალიან მოხუცი შვედები.

 

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი და შვედური სტრატეგიის ავტორი ანდერს ტეგნელი ამბობს, რომ ცდებმა პირბადეების უკიდურესად დაბალი ეფექტურობა გამოავლინა და ქვეყანა აქცენტს კორონავირუსთან ბრძოლაში უფრო გრძელვადიან ზომებზე გააკეთებს.

 

ყოველ შემთვევაში ჩვენ არ ვაპირებთ ვაიძულოთ ადამიანები პირბადეები წლობით ატარონ“ - ამბობს ტეგნელი.

 


მისი თქმით, შვედეთს მიდგომა არ შეუცვლია და ის შემოიფარგლება უსაფრთხოების ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ზომებით  - ხელების დაბანა, დისტანცირება, დისტანციური მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენება და ა.შ.

 

და ეს ყველაფერი - მხოლოდ რეკომენდაციები, არავითარი ბრძანებები, ტოტალური კონტროლი და ჯარიმები.

 

შვედები მთავრობს ენდობიან და რეკომენდაციებს როგორც წესი, ასრულებენ. ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნა იმაში, რომ კორონავირუსთან ბრძოლა არა სპრინტია, არამდე მარათონი - ის ბევრ დროს მოითხოვს, და შედეგების დადგომას დრო სჭირდება.

 

ივნისში შვედეთში ვირუსისგან სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  იყო მსოფლიოში, თუმცა მრავალთვიანმა ძალისხმევამ და მოთმინებამ შედეგები საბოლოოდ გამოიღო - სექტემბერში   კვირის მანძილზე 100 000 მოქალაქეზე მხოლოდ 42 ახალი დაინფიცირება დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც საფრანგეთში - 231.

 

თუმცა, ანდრეს ტეგნელი თავს იკავებს კონკრეტული პასუხისგან შეკითხვაზე - როდის გამოუმუშავდება შვედეთის მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტი, რომელის კორონავირუსს პირბადეებზე და დისტანცირებაზე უკეთესად დაიცავს?

 

სინამდვილეში შვედური ფენომენი არა დისტანცირების, კარანტინის, ამ სხვა შეზღუდვების დამსახურებაა - საქმე შვედურ ცხოვრების წესშია, რომლის მთავარი ქვაკუთხედია ზომიერება ყველაფერში, და ძალიან მაღალი კოლექტიური თვითშეგნება.

 

დღეს შვედური მოდელით მთელი მსოფლიო აღტაცებულია, თუმცა მას არავინ აღიარებს, რადგანაც ის არაპოლიტკორექტულია.

 

ჩრდილოური სამეფო კი კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშეც საკუთარი სტრატეგიის ერთგული რჩება - ხელები დაიბანეთ, მეგობრებს ნუ ჩაეხუტებით, წვეულებები არ მოაწყოთ, იმუშავეთ დისტანციურად, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს... და ისევ - მხოლოდ რეკომენდაციები და არავითარი ბრძანებები...

 

le figaro

 მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up