Le Figaro: შესაძლებელია ვაქცინას გრძელვადიანი უკუჩვენებები ჰქონდეს?

Le Figaro: შესაძლებელია ვაქცინას გრძელვადიანი უკუჩვენებები ჰქონდეს?

access_time2021-07-10 18:00:18

კორონავირუსის წინაამღდეგ ვაქცინაციის მთავარი პრობლემაა შესაძლო გართულებები, რომლებიც დღეს არ ჩანს, მაგრამ შესაძლოა ხვალ-ზეგ გამოჩნდეს. საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ კოვიდ-ვაქცინები აღიქმება როგორც სიახლე, რომლის პერსპექტივების შეფასება დღეს შეუძლებელია.

 

სპეციალისტები ამ შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ - ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის მატიე მოლომარის თქმით, მედიცინის ისტორიაში არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ვაქცინას ჰქონოდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც 2-3 თვეში არ გამოჩნდა.

 

პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ძირითადად ვაქცინების უარყოფითი ეფექტები მოკლევადიანი და მსუბუქია – ტემპერატურის მატება, დაღლილობა, მსუბუქი ტკივილი ან დისკომფორტი ნანემსარ ადგილზე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია უფრო სერიოზული სიმპტომები, მაგალითად, ანოფილაქსური შოკი“, - განაცხადა მან.

 

კიდევ უფრო იშვიათია უფრო მძიმე გართულებები - მაგალითად, გრიპ H1N1-ის ვაქცინა მოზარდებში ზოგჯერ ნარკოლეფსიას იწვევდა, თუმცა, ეს შემთხვევები აცრიდან 2-3 კვირაში გამოვლინდა.

 

კორონავირუსის ვაქცინას რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე უარყოფითი ეფექტი აუცილებლად გამოვლინდებოდა  - აცრილი ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით. მაგალითად, AstraZeneca-სთან დაკავშირებული თრომბოზების შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ 1,5 თვეში დაფიქსირდა, თუმცა, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა - 4-6 შემთხვევა 1 მლნ აცრილზე.

 

კოვიდის გარდა მსოფლიოში ბევრი სხვა ვაქცინაც არსებობს და მათაც ზოგჯერ გვერდითი ეფექტები აქვთ - მაგალითად, წითელას საწინაამღდეგო პრეპარატი, რომლებიც 30 000 აცრილს შორის 1-ზე  დროებით თრომბოციტოფენიას იწვევს. საუბარია მსუბუქ და დროებით გართულებაზე, რომელიც პერიოდული სისხლდენით ხასიათდება. როგორც წესი, ვაქცინაციას და პირველ სიმპტომებს შორის საშუალოდ 2 თვეა.


 

დღეს არსებული ვაქცინები ათწლეულების წინ შეიქმნა და მათ არც ერთი მნიშვნელოვანი დაავადება არ გამოუწვევიათ, მით უმეტეს ისეთების, რომლებიც წლების შემდეგ ვლინდება. გვერდითი ეფექტები პირველი კვირების მანძილზე ჩნდება, გამონაკლისის შემთხვევაში - 1-2 თვეში.  არ არსებობს არავითარი კლინიკური დაავადებები, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად წლების შემდეგ ჩნდება.

 

„ბოლო წლებში სხვა ვაქცინებზეც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქვა იყო - საუბრობდნენ, რომ ჰეპატიტის ვაქცინა გაფანტულ სკლეროზს იწვევს, წითელას ვაქცინა აუტიზმს,  და ა.შ. ყველა ამ ვარაუდზე დასაბუთებული მეცნიერული პასუხი გაიცა. მონაცემები პირდაპირ გვიჩვენებს, რომ ვაქცინები გრძელვადიან რისკს არ წარმოადგენენ“, - ამბობს სენ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკის იმუნოლოგი სტეფან პოლი.

 

აქედან მომდინარეობს დასკვნა - შესაძლოა დაგვიანებული ეფექტები მართლაც არსებობს, თუმცა, ისინი ისეთი უმნიშვნელოა, რამ მათი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია.

 

რაც შეეხება ვაქცინების ახალ სახეობას - რნმ-პრეპარატებს, უნდა ითქვას, რომ ეს ტექნოლოგია ისეთი ახალი არაა, როგორც ბევრს წარმოუდგენია და მეცნიერები მასზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მუშაობდნენ. კლინიკური ცდები ამ ტიპის პრეპარატებთან უკვე რამდენიმეჯერ ჩატარდა, შედეგი იგივეა - არავითარი უკუეფექტები, მით უმეტეს გრძელვადიანი, არ დადასტურდა.

 

რნმ-ვაქცინა ადამიანის ორგანიზმთან შეხებაში არ შედის და შეყვანიდან რამდენიმე საათში იშლება. კლინიკური ცდების გარდა, მასობრივი ვაქცინაციის გამოცდილებაც არსებობს - 2020 წლის დეკემბრიდან კოვიდის წინაამღდეგ 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი აიცრა, მათ შორის დიდი უმრავლესობა სწორედ რნმ-ვაქცინებით. ამ 6 თვის მანძილზე არავითარი გრძელვადიანი და დროში გაწელილი გართულებები არ დაფიქსირებულა.

 

ამ დროისთვის  არავითარი საფრთხე არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, მედიცინაში ნულოვანი რისკი არ არსებობს.

 

lefigaro.fr

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up