Le Figaro: რა ელის ახალგაზრდა ბელორუსებს?

Le Figaro: რა ელის ახალგაზრდა ბელორუსებს?

access_time2020-09-18 20:00:33

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა მინსკში სეირნობის დროს თქვა - „რა ლამაზი და სუფთა ქალაქია. რატომ აჯანყდა აქ ხალხი? დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ბელორუსში“.

 

დღეს ასეთ სიტყვებს არც ერთი ადამიანი არ იტყვის, რომელიც ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს.

 

ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინაამღდეგ მხოლოდ თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდა ადამიანები გამოვიდნენ - ქუჩაში მოსახლეობის ყველა კატეგორიაა გამოსული, მათ შორის ისინი, ვინც ლიბერალური ღირებულებებისადმი დიდი პატივისცემით არასდროს გამოირჩეოდნენ - პენსიონრები, მუშები, გლეხები, ტაქსისტები.

 

ამბოხებას ბევრი მიზეზი აქვს - მთავრობის ცინიკური და ანტიადამიანური პოზიცია კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ხელფასების მუდმივი ვარდნა და ეკონომიკური კრიზისის გამწვავება.

 

ეკონომიკურ ფაქტორებზე ყურადღებას ოპოზიციის ლიდერებიც ამახვილებენ.

 


ეკონომისტის ვლადიმერ კოვალჩუკის თქმით, ბელორუსები თავიანთი შემოსავლების თითქმის ნახევარს ბიუჯეტში იხდიან - მათ შორის ისინიც კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით არ მუშაობენ. პარალელურად იზრდება კომუნალური ტარიფები, მაშინ, როდესაც ხელფასები მცირდება. ეს კი ბელორუსული რუბლის მუდმივი დევალვაციის ფონზე ხდება. სიტუაციას ასევე მინსკს და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესება ართულებს.

 

„ბელორუსები მიხვდნენ, რომ ლუკაშენკოს პირობებში შექმნილი სიტუაცია უკვე არაა „ცუდი, მაგრამ სტაბილური, როგორც აქამდე იყო - ის უკვე მხოლოდ ცუდია და უახლოეს მომავალში უარესი იქნება“,- მიიჩნევს ის.

 

მინსკის სისუფთავეზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ეს გარეგნული სისუფთავე არაფერს არ ნიშნავს - ქვეყანა უკან მიდის. მიტინგებზე თითქმის ვერ ნახავთ ევროკავშირის დროშებს. ოპოზიციაც და მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაცია სასწრაფო საქმე არაა. ყველა თვლის, რომ ბელორუსიას დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა აქვს - საჭირო იქნება მხოლოდ მცირე დახმარება საწყისს ეტაპზე

 

ბელორუსებს არც რუსეთთან ღრმა ინტეგრაცია სურთ.

 

„ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები რუსეთთანაც და დასავლეთთანაც, მაგრამ ჩვენ საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებაც გვინდა. 26 წლის მანძილზე ჩვენი ბელორუსული სულისკვეთება თითქმის განადგურდა. ჩვენ ყველაფრის გადაწყობა მოგვიწევს“ - მიიჩნევს ოპოზიციის აქტივისტი  პაულინა.

 

ბელორუსი მიმომხილველის არტიომ შრაიბმანის თქმით, ამ დროისთვის რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება მეორეხარისხოვანი საკითხია.

 

„თუმცა ძნელია წარმოიდგინო ანტირუსულად განწყობილი კანდიდატის გაჩენა მაშინ, როდესაც ბელორუსთა უმრავლესობა პრორუსულადაა განწყობილი“  - განაცხადა მან.

 

ბაჩო ადმია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up