Le Figaro: პანდემიასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია - „ნულოვანი კოვიდი“

Le Figaro: პანდემიასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია - „ნულოვანი კოვიდი“

access_time2021-02-13 18:00:05

კომენდანტის საათიდან კარანტინამდე - აი უკვე წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის მსხვერპლია.


ყოველი ახალი კარანტინი პრობლემას დროებით წყვეტს, ადამიანები ჩვეულ ცხოვრების წესს ნელა-ნელა უბრუნდებიან, შემდეგ კი ახალი ტალღა იწყება. გამოდის, რომ შეზღუდვები საბოლოო ჯამში არაეფექტურია, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?


სულ უფრო მეტი მეცნიერი და ექიმი იმ აზრს ემხრობა, რომ კორონავირუსის ყოველი ახალი აფეთქების დროს უმკაცრესი, მაგრამ წერტილოვანი ზომები უნდა იქნას მიღებული, თუმცა ძალიან სწრაფად და დაუყოვნებლივი მოქმედება საჭიროა კონკრეტულ ადგილებში მანამდე, სანამ დაინფიცირებულია 30-40 ადამიანი.


როდესაც საქმე 1000-2000 დაავადებულთან გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ვირუსმა გავრცელება დაიწყო და საყოველთაო შეზღუდვები აუცილებელი გახდება.


ბევრი ქვეყანა სწორედ ამ გზით წავიდა და პანდემიას საყოველთაო მკაცრი ზომების გარეშე გაუმკლავდა.


ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორის ანტუან ფლოს აზრით, ამ მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ახალი ზელანდია, ქვეყნის მთავრობამ აგვისტოში პირველივე დაავადებების შემდეგ  დედაქალაქის რამდენიმე რაიონი ჩაკეტა. შედეგად, ქვეყანა დღეს ვირუსის გარეშე ცხოვრობს და მას არც მეორე ტალღა შეეხო, ის არც მესამე ტალღას ელის.



მსგავსი ვითარებაა სამხრეთ კორეაში და იაპონიაში. ამ ქვეყნებში ვირუსის ფართო გავრცელებას არ დაელოდნენ და მოქმედება ინფიცირების პირველივე ფაქტების შემდეგ დაიწყეს. საბოლოო ჯამში მათ კორონავირუსის საბოლოო აღმოფხვრა ვერ მოახერხეს, თუმცა, იქ ინფიცირება მინიმალურ დონეზეა.


სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში რამდენიმე ავტორიტეტული ევროპელი ექიმის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ისინი კონტინენტის მთავრობებს ევროპისთვის შესაბამის მოდელის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.


„ნულოვან კოვიდის“ სტრატეგიისთვის აუცილებელია საწყისში, ანუ, დაინფიცირების დაბალ მაჩვენებელთან დაბრუნება. მაგალითად, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი დღევანდელ  ყოველდღიური 20 000 დაავადებულიდან 1000-მდე უნდა შემცირდეს. ამ წერტილიდან უკვე შესაძლებელია ახალი სტრატეგიის გამომუშავება. ამისთვის საჭირო იქნება მოკლევადიანი, მაგრამ ძალიან მკაცრი სასაზღვრო კონტროლი. თუ ჩვენ გვსურს დაავადების შეჩერება საწყის ეტაპზე,  აუცილებელია ყოველი დაინფიცირების წყაროს აღმოჩენა“, - მიიჩნევს ანტუან ფლო.


ერთი შეხედვით, ეს მიდგომა უკვე არსებულისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ეს ასე არ არის. დემოკრატიული სახელმწიფოები მოქმედებას ძალიან გვიან იწყებენ. მათ ლოქდაუნის გამოცხადება იმდენად არ  სურთ, რომ ისინი იმ მომენტს ჯიუტად ელოდებიან, სანამ დაინფიცირება ისეთ მასშტაბებს მიაღწევს, როდესაც საყოველთაო კარანტინს გარდა, გამოსავალი არ დარჩება.


„ეს ადამიანების კონტაქტებზე კონტროლის ძლიერ მექანიზმს მოითხოვს, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში  პრობლემაა. თუმცა, რა არის უფრო ჰუმანური, ასეთი ზომების მიღება კონკრეტულად დაავადებულ ადამიანთა მიმართ, თუ მთელი ქვეყნების ჩაკეტვა? საბოლოო ჯამში ალბათ პირველი ვარიანტი მაინც უფრო ჰუმანური გამოდის“ - თვლის ანტუან ფლო.


ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და ტაივანში მთელს ქალაქებში და რაიონებში კარანტინი დაინფიცირების  პირველივე შემთხვევების შემდეგ ცხადდებოდა.


ჩარევისთვის ძალიან დაბალი ზღვარის დაწესებამ ამ ქვეყნებს ხანგძლივი საყოველთაო ლოკდაუნისგან თავის არიდების შესაძლებლობა მისცა. სწორედ ესაა „ნულოვანი კოვიდის“ სტრატეგიის არსი - ვირუსის ყოველი ახალი აფეთქების სრული ლოკალიზება. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში და ამერიკაში საპირისპირო სტრატეგია მოქმედებს. გადაწყვეტილებები მიღება რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გადავსების შემთხვევაში ხდება. შედეგიც, შესაბამისი გვაქვს. ეკონომიკა ინგრევა, ადამიანები სამსახურს კარგავენ, ვირუსი კი არსად მიდის. ჯერ იყო პირველი ტალღა, შემდეგ მეორე, ამჯერად ყველა მესამეს ელოდება.


ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას, განსაკუთებით, ასაკოვან ადამიანებს შორის, მნიშვნელოვნად შეაფერხებს, თუმცა, პამდენიას ვერ შეაჩერებს. ამიტომაც, პარალელურად, საჭიროა ვირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება, წინაამღდეგ შემთხვევაში პერიოდული საყოველთაო ლოკდაუნები კვლავაც გარდაუვალი იქნება.

 

წყარო: lefigaro.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up