Le Figaro: მსოფლიოს ელის ეკონომიკის დეგლობალიზაცია

Le Figaro: მსოფლიოს ელის ეკონომიკის დეგლობალიზაცია

access_time2020-03-14 20:00:54

 

კორონავირუსის გავრცელების ეკონომიკური შედეგები უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე ახდენს გავლენას ნავთობის საერთაშორისო ფასზე, რაც აყენებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს ძალიან რთულ მდგომარეობაში.

 

მოსალოდნელი იყო, რომ ოპეკის ქვეყნების და რუსეთის შეხვედრა ვენაში გამოიღებდა შედეგს, მოპოვება შემცირდებოდა, და შავი ოქრის ფასი შენარჩუნდებოდა მეტ-ნაკლებად სტაბილურ დონეზე.

 

თუმცა, რუსეთმა ჩაშალა შეთანხმება და მოხვდა საკუთარ ხაფანგში, რადგანაც საუდის არაბეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გაზრდის მოპოვებას მაქსიმუმამდე.

 

შესაბამისად, საქმე გვაქს ორი ფაქტორის ურთიერთქმედებასთან  - კორონავირუსის ფონზე მოთხოვნის შემცირებას დაერთო მოპოვების ზრდა, შედეგად კი ადგილი აქვს ნავთობის ფასის ყველაზე მასშტაბურ ვარდნას 1991 წლის ერაყის კრიზისის შემდეგ.

 

საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო სანავთობო ომის, რომელშიც საუდის არაბეთი აპირებს რუსეთს დამარცხებას.  შექმნილი ვითარება შეიცავს დიდ რისკებს არა მხოლოდ რუსეთის და საუდის არაბეთისთვის, არამედ ყველა ნავთობმომპოვებელი ქვეყნისთვის - მათი ბიუჯეტები კრიტიკულად დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე.

 

ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შტატების ფიკალის ნავთობის ინდუსტრია, რომელიც მუშაობს  ზარალზე დაბალი ფასების პირობებში. ეს მნიშვნელოვანი თემაა იმ პირობებში, როდესაც აშშ გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, და ამ დარგზე მოდის შტატების მშპ-ს 8%.

 

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ სცენარს, რომელსაც უწინასწარმეტყველებდნენ რუსეთს. შტატების წასვლა სირიიდან მოსკოვში აღიქვეს როგორც გლობალური ლიდერობის აღდგენის კარგი შანსი, თუმცა, ექსპერტები ამახვილებდნენ ყურადღებას პრობლემებზე, რომლებიც ელოდა მოსკოვს. 


 

დღეს ეს პრობლემები აშკარად ჩანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების მაგალითზე - ერ-რიადი ნათლად დემონსტრირებს, რომ მოსკოვი ვერ აკონტროლებს სიტუაციას.

 

24 თებერვლამდე კოროვირუსის კრიზისის ეკონომიკური გამოვლინება იყო ჩინეთიდან პროდუქციის მიღების გართულება, თუმცა, დღეს უკვე ეს არის გლობალური პრობლემა   - ფინანსური ბაზრების ჩამოშლამ აჩვენა, რომ გლობალური ეკონომიკა დგას მასშტაბური კრიზისის ზღვარზე.

 

ამ სიტუაციაში ევროპის ქვეყნების მთავრობების ქმედებები ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და აძლიერებს მოქალაქეების უნდობლობას მათ მიმართ.

 

ევროპაში აშკარაა კოორდინაციის სრული მოშლა, და ეს არ მატებს ნდობას ბაზრების და ბიზნესის მხრიდან, ხოლო ცოტა ხანში ეს გამოიწვევს უნდობლობას რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

 

კრიზისი არ არის თავისთავად გარდაუვალი იმ შემთხვევაში თუ მთავრობები და ცენტრალური ბანკები ითამაშებენ აქტიურ როლს სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაში, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად ფატალური იქნება ევროპის სისუსტე ამ ვითარებაში  - 2008 წელს სწორედ სწრაფი და ადეკვატური ქმედებების დაგვიანებამ  გააღრმავა გლობალური კრიზისი, 2020 წელი კი წარმოადგენს ახალ გამოცდას.

 

კორონავირუსის კრიზისმა ნათლად დაანახა მოქალაქეებს, რამდენად მოწყვლადები არიან ისინი ნებისმიერ მოულოდნელი გართულების წინაშე - პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

ვერ გავექცევით პოლიტიკასაც - სიტუაციის გართულებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნასთან ერთად ხელისუფლებებზე გაიზრდება პოლიტიკური ზეწოლაც. ასევე არაა გამორიცხული, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ ბევრი კომპანია შეეცდება გადაიტანოს წარმოება გასაღების ბაზართან უფრო ახლოს - მდგომარეობამ, როდესაც ევროპელი მომხმარებელი დამოკიდებულია ჩინეთიდან მიღებულ პროდუქტზე, ნათლად დაანახა ყველას სერიოზული რისკები.

 

უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩვენ გავხდეთ ეკონომიკის დეგლობალიზაციის და შიდა მწარმოებლების დაცვის პრაქტიკის აღდგენის მოწმეები. უკვე დღეს ამ მიდგომას ემხრობიან დონალდ ტრამპი შტატებში, ბორის ჯონსონი ბრიტანეთში, და სინძო აბე იაპონიაში.

 

ეს სტრატეგია ისახავს მიზნად არა საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვას, არამედ ძლიერი და სანდო შიდა ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ფაქტორებზე.

 

თუმცა, დღეს ევროპა ძალიან შორსაა ასეთი მდგომარეობისგან.

 


თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up