Le Figaro: მსოფლიო ეძებს ცხოველს - კორონავირუსის წყაროს

Le Figaro: მსოფლიო ეძებს ცხოველს - კორონავირუსის წყაროს

access_time2020-02-15 20:00:25

 

ცხოველს, რომელიც ატარებს გადამდებ ინფექციას, და თვითონ არაა ავად, მეცნიერები უწოდებენ რეზერვუარს - კორონავირუსის შემთხვევაში ეს ეჭვგარეშე არის  ღამურა - ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ვირუსის გენომი 90%-ით ემთხვევა იმ ვირუსებს, რომლებიც ცირკულირებენ ამ ცხოველის ორგანიზმში.

 

თუმცა, პასტერის ინსტიტუტის დირექტორის არნო ფონტანეს თქმით, იყო კიდევ ერთი, „შუამავალი“ ცხოველი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი უშუალოდ ადამიანზე.

 

„ანალიზები გვიჩვენებენ, რომ უშუალოდ ღამურას ვირუსს არ შეუძლია ადამიანის რეცეპტორებზე მიმაგრება. შესაბამისად, მან გაირა სხვა სახეობის ცხოველის ორგანიზმი, სადაც მოახერხა ადამიანის ორგანიზმში შეღწევისთვის ადაპტირება“  - მიიჩნევს ფონტანე.

 

მისი თქმით, ჯერ უცნობია, რომელმა ცხოველმა ითამაშა შუამავლის როლი  -  იყო აზრი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გველი, თუმცა ეს თეორია სწრაფად იქნა გადადებული განზე  - კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, „შუამავალი“ სავარაუდოდ იყო ძუძუმწოვარი, შესაძლოა მღრღნელი.

 

მკლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ცხოველი გაიყიდა ველური ცხოველების ბაზრობაზე უხანში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც დაიწყო ეპიდემია. ის ითვლება ზღვის პროდუქტების ბაზრად, თუმცა, რეალურად იქ იყიდებოდა  ცხოველები, მათ შორის ველურიც.


 

არნო ფონტანეს აზრით, უნდა შემოწმდეს ცხოველების ყველა სახეობა, რომელიც იყიდებოდა უხანის ბაზარში, და გაირკვეს, ატარებს თუ არა რომელიმე მათგანი კორონავირუსს.

 

„ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - ასეა შესაძლებელი მომავალში ვირუსის შესაძლო განმეორებით გავრცელების აღკვეთა. მაგრამ ვერავინ იტყვის რამდენი დრო იქნება საჭირო ამისთვის. ებოლას ვირუსის შემთხვევაში „რეზერვუარის“  ძიება დაიწყო 1976 წელს, პირველი შედეგები კი დაიდო 2005 წელს“ - ამბობს ვირუსოლოგი ერიკ ლერუა.

 

რაც შეეხება შიდსის ვირუსს, იმის დადგენას, რომ მისი წყარო იყო მაიმუნი, დასჭირდა 20 წელი.

 

„ყველა ამ ვირუსების და ინფექციების  გავრცელებას საფუძვლად უდევს კონტაქტი ადამიანს და ველურ ცხოველებს შორის. ამიტომაც, ველური ცხოველები უნდა დარჩნენ იქ, სადაც არიან - ველურ ბუნებაში“  - თვლის არნო ფონტანე.

 

დროებითი ზომა ამ მხრივ უკვე მიღებულ იქნა - იანვრის ბოლოს ჩინეთმა აკრძალა ვაჭრობა ველური ცხოველებით ეპიდემიის დასრულებამდე, მაგრამ საფრანგეთის მეცნიერულ-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგის ფრანსუა რენოს აზრით,  ეს არაა საკმარისი.

 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხანძრის ჩაქრობას, და როდესაც ის ჩაქრება, ველოდებით ახალს“ - თვლის იგი.

 

მისი აზრით, ველური ცხოველების ყიდვა-გაყიდვა მთლიანად უნდა აიკრძალოს - წინაამღდეგ შემთხვევაში დღევანდელ კორონავირუსს ხვალ აუცილებლად მოჰყვება რომელიმე სხვა, და ყველაფერი  თავიდან  დაიწყება.

 


თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up