Le Figaro: მიტანის სერვისი გარემოს დიდ ზიანს აყენებს

Le Figaro: მიტანის სერვისი გარემოს დიდ ზიანს აყენებს

access_time2021-02-20 18:00:19

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კარანტინის, დაკეტილი რესტორნების და სავაჭრო ობიექტების პირობებში, ადამიანები მთელს მსოფლიოში მიტანის სერვისით სულ უფრო მეტად სარგებლობენ.

 

კვების პროდუქტები, მზა კერძები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებლო ტექნიკა - დღეს ყველაფერი ეს ონლაინ-რეჟიმში იყიდება.  ამ მოვლენის მასშტაბები წინა წლებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი - მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის 87% საჭირო საქონელს ინტერნეტში ყიდულობს.

 

დღეისთვის ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა, ამ ბიზნესის გავლენას ატმოსფეროზე თითქმის არავინ ითვალისწინებს. ამ პრობლემაზე მომხმარებლები არ ფიქრობენ, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს.

 

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Harris Interactive Institute-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროპაში მოსახლეობის 63% მიტანის სერვისს ეკოლოგიურად სავსებით უვნებლად მიიჩნევს. სინამდვილეში კი ასე არაა.

 

რა თქმა უნდა, ვაჭრობა ინტერნეტით ტრანსპორტით გადაადგილებას ამცირებს და ეს დადებითი ფაქტორია, თუმცა, საფრანგეთის ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სააგენტოსა ინფორმაციით, შეძენის და ნაყიდი საქონლის მიღების პროცედურის სიმარტივედ „ზემოხმარებას“ ახალისებს.

 

„სწრაფი მიტანის სერვისი, განსაკუთრებით მცირე პარტიებით, საწვავის მოხმარებას და სასათბურე გაზების გამოყოფას არათუ არ ამცირებს, არამედ ზრდის“, - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.


 

საშუალოდ, ერთი ონლაინ-შეკვეთის მიტანის პროცესში 12 გრამი  CO2-ს გამოიყოფა, შესაბამისად, 10 შეკვეთის შესრულება ავტომობილის მიერ 1 კილომეტრის გავლას უდრის. ერთი შეხედვით, დიდი მაჩვენებელი არაა, თუმცა, შეკვეთების რაოდენობის ზრდის და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ერთი და იგივე მომხმარებელი მიტანის სერვისის მომსახურეობით დღეში რამდენიმეჯერ სარგებლობს, არც ისე მცირეა.

 

თანაც, ონლაინ-ვაჭრობას საზღვრები არ გააჩნია და სულ უფრო მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში საქონელს საერთაშორისო ონლაინ-რითეილერებში ყიდულობს, ხოლო მათი შენაძენის მიწოდებას არა მხოლოდ მოტოციკლი, არამედ თვითმფრინავიც სჭირდება. ეს კი საწვავის ხარჯებს მკვეთრად ზრდის.

 

„ინტერნეტ-ვაჭრობა გლობალურ მასშტაბებში საქონლის ბრუნვას მკვეთრად ზრდის ტრადიციულ ვაჭრობასთან შედარებით. გამარტივებული ტრანზაქციები, უცხოეთში საქონლის შეკვეთის შესაძლებლობები, დიდი არჩევანი - ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით მეტს ვყიდულობთ, ვიდრე რეალურად გვჭირდება’ - ამბობს სავაჭრო კომპანია NegaOctet -ის ექსპერტი ფრედერიკ ბორდაჟი.

 

ელექტრონული კომერციის ბუმის ნამდვილი სიმბოლოა Amazon - ფრანგი ონლაინ-მყიდველების 78%-მა განაცხადა,  რომ ბოლო  წლის მანძილზე მათ არასასურსათო საქონელი ძირითადად ამ პლატფორმაზე შეიძინეს. ონლაინ-რიტეილერს 2022 წლის ბოლოსთვის 85 თვითმფრინავი ეყოლება, ხოლო 2019 წელს მის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ს რაოდენობა 22%-ით გაიზარდა.

 

Amazon  ცდილობს ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახდეს და ამიტომაც 2030 წლისთვის თავისი გადაზიდვების 50%-ს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადაიტანს. ამისთვის კომპანიამ უკვე დღეს 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა.

 

ParcelLab-ის მიერ საფრანგეთის 100 უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზიებს შორის ჩატარებული კვლევის თანახმად, მათ შორის 24 კლიენტებს ეკოლოგიურად სუფთა მიწოდებას სთავაზობს.

 

თუმცა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს ბიზნესი ეკოლოგიურად უვნებლად ჩაითვალოს - ამისთვის ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მაგალითად, შემცირდეს ექსპრეს-მიწოდება, მოხდეს შეკვეთების გაერთიანება, იმისთვის, რომ ერთმა სატრანსპორტო საშუალებამ რაც შეიძლება მეტი საქონელი მიიტანოს და შესაბამისად, ნაკლები საწვავი დახარჯოს.

 

მაგრამ Harris Interactive Institute-ის კვლევის თანახმად, ონლაინ-ვაჭრობის კლიენტებისთვის, ამ ბიზნესის მხრიდან ბუნების დაცვას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მყიდველისთვის როგორც წესი პრიორიტეტი არა CO2-ს გამოყოფის შემცირება, არამედ მომსახურეობის სისწრაფე და დაბალი ფასია.


წყარო: www.lefigaro.fr




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up