Le Figaro: მექსიკური ნარკოკარტელები პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ

Le Figaro: მექსიკური ნარკოკარტელები პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ

access_time2020-04-26 21:30:43

 

ქალაქ გვადალახარაში, მექსიკის დასავლეთში, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი მოხუცებს და გაჭირვებულებს კვების პროდუქტებს და  პირველადი საჭიროების საგნებს ურიგებს.. მათ მაისურებზე ულვაშებიანი მამაკაცის სურათია წარწერით ElChapoGuzman.com - ეს ადამიანი არის ჰოაკინ გუსმანი, მეტსახელად ელ-ჩაპო, უმსხვილესი მექსიკური ნარკოკარტელის ხელმღვანელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შტატებში გასამართლდა - ამერიკულმა სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

ეს პრაქტიკა არაა ახალი მექსიკისთვის - მაკარონებიდან ტელევიზორებამდე - ადამიანების მოსყიდვა  მხარდაჭერის მიღების მიზნით - ჩვეულებრივი პრაქტიკაა მექსიკაში, პოლიტიკოსებიც და კრიმინალებიც მას ძალიან აქტიურად იყენებენ.

 

„სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ამჟამად ეს ღიად და გაცხადებულად კეთდება, საკუთარი დაჯგუფების პროპაგანდის და პოპულარიზაციის მიზნით“ - ამბობს „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი“-ს ექსპერტი ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში ფალკო ერნტსი.

 

ასეთი პრაქტიკა ორიენტირებულია საზოგადოების ყველაზე მარგინალურ ფენებზე და მისი მიზანია მხარდაჭერის მიღება იქ, სადაც სახელმწიფოს არარსებობა ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა.

 

მექსიკის მოსახლეობის 42% სიღარიბის დონის მიღმა ცხოვრობს, მუშათა 56%-ს არავითარი სოციალური დაცვა არ გააჩნია, და შექმნილი სიტუაციის გამოყენება ნარკოკარტელებისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.

 

კორონავირუსის პანდენიამ არსებული სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა, და მყიფე ბალანსი, რომელიც აძლევდა გადარჩენის საშუალებას მოსახლეობის უღარიბეს ნაწილს, დაირღვა.


 

„ბანდიტების ეს სიკეთე საბოლოოდ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ორგანიზებული დანაშაულის ძირითადი პრინციპი ყოველთვის იყო და რჩება plata o plomo - ფული ან ტყვია - „ან ჩვენი პირობებით ფულს მიიღებ, ან მოკვდები“..დღეს კი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანიც არა აქვს - ღარიბი ფენები სრულფასოვანი შიმშილის ზღვარზე დგანან, და მაფიის დახმარება მათთვის შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს“ - განაცხადა მექსიკის ეროვნული სამოქალაქო პლატფორმის დირექტორ ადრეს ობრადორი.

 

თუმცა, ცნობილია, რომ მექსიკაში კრიმინალი მაღალჩინოსნებთან მჭიდროდ თანაშმრომლობს - ყველას ახსოვს სურათი, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ჩაპო გუსმანს მის მშობლიურ ქალაქ ბადირაგიატოში ვიზიტის დროს გულმხურვალედ ესალმება.

 

„თუ  პრეზიდენტის მხრიდან გაგრძელდება ნარკოკარტელების ლიდერების მიმართ პატივისცემის გამოხატვა, მთავრობა სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე კონტროლს დაკარგავს, თანაც ისე, რომ მათი დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება“- ამბობს ობრადორი.

 

12-წლიანმა ომმა მთავრობას და კარტელებს შორის ისინი ვერ დაანგრია  - ბანდების დიდი ნაწილი  მცირე, და ურთიერთდაპირისპირებულ დაჯგუფებებად გაიყო. ისინი ერთმანეთში მუდმივად ომობენ, და დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერის მიღება. სწორედ ამიტომ კორონავირუსის ეპიდემიის დროს ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

 

კარტელებიც არ არიან დაზღვეულები  პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნისგან - საზღვაო და საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტამ მათი მომარაგების სისტემა საგრძნობლად შეაფერხა, ხოლო სასტუმროების, რესტორნების, ბარების, და სხვა მცირე-საშუალო ბიზნესის დახურვამ, რეკეტი და გამოძალვაც გაართულა.

 

შექმნილ სიტუაციაში ბევრი კარტელი თავის წევრებს ხელფასებსაც კი ვერ უხდის, და ამან შესაძლოა ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.

 

დანაშაულებრივი ჯგუფები შემოსავლების ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. გადარჩენისთვის ბევრს სამოქალაქო პირებზე ძალადობაზე, გამოძალვაზე, და ადამიანების გატაცებაზე გადართვა მოუწევს. თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც მთავრობა მთლიანად კორონავირუსზეა გადართული.

 

„შეცდომა ისაა, რომ მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის მეტი ეფექტურობისთვის,  საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ხარჯებს ამცირებს. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი“ - დარწმუნებულია ობრადორი.

 


თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up