Le Figaro: ლტოლვილების პრობლემა ევროკავშირის ერთობას ემუქრება

Le Figaro: ლტოლვილების პრობლემა ევროკავშირის ერთობას ემუქრება

access_time2020-09-15 20:30:15

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარმა მასშტაბურმა ხანძარმა გერმანიის ხელისუფლება და პირადად ანგელა მერკელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

 

გერმანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი მიიღო, დღეს ისევ არჩევანის წინაშე დგას - რა მოუხერხოს იმათ, ვინც ამ ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა?

 

საზოგადოების აზრი ამ საკითხზე გაიყო.

 

ქალაქ როტენბერგის მერმა ფედერალური ხელისუფლებისგან დამწვარი ბანაკის ბინადართა მიღება მოითხოვა.

 

„ადრე საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებებისგან დამოუკიდებლად მოვიდა დრო, როდესაც გერმანიამ და ევროკავშირმა საკუთარ თავზე უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, საბერძნეთს მხარი დაუჭირონ და ლტოლვილები თავად მიიღონ“ - განაცხადა მან.

 

მისი თქმით, ქალაქი როტენბერგი, ქრისტიანული ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე მეტი ლტოლვილის მისაღებად მზადაა. ის გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფს ამ მიდგომის უგულვებელყოფაში ადანაშაულებს.

 


და ის მარტო არაა.

 

„დამწვარი ბანაკის სურათები საშინელებაა. ამ ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს, და მათ სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ“  - განაცხადა რეგიონ ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიას პრემიერ-მინისრტმა არმინ ლაშეტმა.

 

ის ქრისტიან-დემორკატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ანგელა მერკელის ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელია, ამიტომაც მისი ხმა - მეტია ვიდრე ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელის აზრი.

 

მისი თქმით, ის მზადაა კიდევ 1000 ლტოლვილი მიიღოს, და სხვა კოლეგებს გულისხმიერებისკენ მოუწოდებს,

 

მემარცხენე ლიბერალები გერმანიის მიგრაციულ პოლიტიკას მკვეთრად აკრიტიკებენ და მას გაუბედავად მიიჩნევენ, იმის მიუხედავად, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყანამ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო,

 

თუმცა, არსებობს საპირისპირო აზრიც, რომელიც არანაკლებ გავრცელებულია, და რომლის იგნორირებაც ანგელა მერკელს არ შეუძლია  - ლტოლვილების დამატებითი რაოდენობის მიღებას საზოგადოების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინაამღდეგება. 

 

ბოლო წლებში ძალებს იკრეფს მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც გამოხატავს მიგრანტების მიღების მოწინაამღდეგეებს აზრს. ისინი კი მიიჩნევენ, რომ გერმანიამ უკვე საკმარისზე მეტი ლტოლვილი მიიღო და მეტის მიღება, ხანძრის მიუხედავად დაუშვებელია.

 

ამ სიტუაციაში ანგელა მერკელის მთავრობა ევროპის სხვა ქვეყნებისგან სოლიდარობის გამოვლენას ითხოვს   - კერძოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფმა განაცხადა, რომ ამ საკითხში ევროპა ერთიანი უნდა იყოს და გერმანია ამ პრობლემის წინაშე მარტო არ უნდა დარჩეს.

თუმცა, ევროპა პასიურობს  - ევროკავშირის წევრი სულ უფრო მეტი ქვეყანა ლტოლვილების მიღებაზე ფაქტიურად უარს აცხადებს. როგორც ჩანს, დევნილების ახალი ნაკადის მიღება ევროპაში ბევრს არ სურს.

 

ისევ, როგორც რამდენიმე წლის წინ, ლტოლვილების პრობლემა ევროპის ერთიანობას ემუქრება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up