Le Figaro: კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედება 6 თვეში სუსტდება

Le Figaro: კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედება 6 თვეში სუსტდება

access_time2021-08-31 20:00:50

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი მოლოდინების მიუხედავად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედება არც ისეთი ხანგრძლივი და ეფექტურია, როგორც ყველა მოელოდა - მათი დაცვის უნარი 6 თვის შემდეგ მკვეთრად მცირდება.

 

მაგალითად, „ფაიზერის" პრეპარატის მეორე დოზის მიღებიდან 1 თვეში ადამიანს კორონავირუსისგან 88%-ით იცავს, მაგრამ 6 თვეში ეს მაჩვენებელი 74%-მდე მცირდება - ასეთია ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული  ბოლო კვლევის შედეგები.

 

თუმცა, სხვა ვაქცინებთან შედარებით ეს მაინც საუკეთესო მაჩვენებელია - AstraZeneca-ს შემთხვევაში მეორე დოზის მიღებიდან 1 თვეში ვაქცინის ეფექტურობა 77%-მდე, ხოლო 4-5 თვეში - 67%-მდე მცირდება.

 

კვლევის დროს მეცნიერებმა მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს - კერძოდ, შესწავლილ იქნა 2021 წლის 26 მაისიდან 31 ივლისამდე დაინფიცირების შემთხვევები მათ შორის, ვინც ვაქცინაცია 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 31 ივლისამდე ჩაიტარეს.

 

ამ დროისთვის ბრიტანეთში სრული ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 77%-მა გაიარა. სამეფოში აცრა პირველ რიგში ასაკოვან ადამიანებს და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს შეეხოთ. შესაბამისად, მათი ვაქცინაცია პირველ რიგში მოხდა და ამიტომაც დღეისთვის აცრილებს შორის სწორედ მათი დაცვაა ყველაზე დასუსტებული.

 


მოსახლეობის დანარჩენი კატეგორიები, რომელთა ვაქცინაცია მოგვიანებით დაიწყო, ჯერ საკმარისად დაცულები არიან, აი პირველებს კი სულ მალე ახალი ვაქცინაციის გავლა მოუწევთ.

 

მკვლევართა აზრით, ზამთრისთვის ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინების მოქმედების ეფექტურობა 50%-ზე ნაკლები იქნება.

 

რა თქმა უნდა, ამ დონის დაცვაც კი საკმაოდ მნიშვნელოვანია დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის ზრდის თავიდან აცილებისთვის, თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში ორივე მაჩვენებელს გაზრდის - მიიჩნევს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ტიმ სპექტორი.

 

„თანაც, ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცით რა იქნება - 50%-იანი დაცვა 2021 წლის დეკემბრისთვის - ეს ზომიერად პესიმისტური სცენარია, თუმცა, შესაძლებელია მოვლენათა სხვა, უფრო მძიმე განვითარება“, - ამბობს ის.

 

მისი თქმით ზოგადად იმუნური დაცვის შესუსტებამ შესაძლოა დაინფიცირების ზრდა, გადადების მაღალი დონე განაპირობოს. ჰოსპიტალიზების და სიკვდილიანობის მატებაც გამოიწვიოს.

 

ამიტომაც, მეცნიერთა დასკვნით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იფიქროს განმეორებითი ვაქცინაციის დაგეგმარებაზე.

 

ამავე დროს, „დელტას“ შტამის თავისებურებიდან გამომდინარე, იმის დროც მოვიდა, რომ არასრულწლოვანთა აცრის საკითხის განხილვაც დაიწყოს.

 

lefigaro.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up