Le Figaro: კორონავირუსის ვაქცინა კონტრაბანდულად იყიდება

Le Figaro: კორონავირუსის ვაქცინა კონტრაბანდულად იყიდება

access_time2020-12-30 19:00:14

იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ ჩვენი დროისთვის ძალიან აქტუალური ექსპერიმენტი ჩაატარა - შევიდა ინტერნეტის ბნელ ნაწილში, ე.წ. darknet-ში, სადაც მხოლოდ 2 საათში Pfizer-ის ვაქცინას მიაგნო.

 

პრეპარატის წარმოება სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ოფიციალურად ჯერ არც ერთი ფლაკონის მოპარვის შესახებ არავის განუცხადებია, მაგრამ ვაქცინას კონტრაბანდისტები უკვე ჰყიდიან. ან საქმე გვაქვს თაღლითობასთან - ორივე შემთხვევა სამართალდამცავებისთვის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

 

დიალოგი გამოცემის ჟურნალისტს და კონტრაბანდისტს შორის ასე წარიმართა:

 

-გამარჯობა! რა საქონელს ეძებთ აქ?

-კოვიდ-19- ვაქცინას. გაქვთ?

-დიახ. 2 დოზა, თო 1000 დოლარად.

-როგორც უნდა დავრწმუნდე, რომ ყალბი არაა?

-კლიენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - ჩვენი პრიორიტეტია. ამ შენაძენის შემდეგ, თქვენ ჩვენთან ისევ დაბრუნდებით, მეტ საქონელს იყიდით და სხვებსაც მოიყვანთ. ესაა ჩვენი გარანტია.

-როგორც იცით, ვაქცინა -80 გრადუსის პირობებში უნდა ინახებოდეს. ასეთი სიმძლავრის გადასატანი მაცივარი გაქვთ?

-ამაზე ჩვენი სპეციალისტები ზრუნავენ. ვაქცინას საუკეთესო მდგომარეობაში მიიღებთ, ეს საკითხი ნუ გაწუხებთ“.

 

Darknet -ი   ინტერნეტის ბნელი მხარეა, სადაც შეღწევა მხოლოდ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით შეიძლება, მაგალითად, ისეთით, როგორიცაა ბრაუზერი Tor. ჟურნალისტებს წვდომა ერთ-ერთ საიტთან ჰქონდათ, რომელზეც იარაღი, ნარკოტიკები, წამლები და საკრედიტო ბარათები იყიდება.


 

სისტემაში მათ გამყიდველი ფსევდონიმი chrisstore24 შეხვდა. ის ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ რამდენიმე დღეში ვაქცინის 2 დოზას სახლში მიაწვდიდა, რომ მას შენახვისთვის აუცილებელი სამაცივრო მოწყობილობა აქვს და ვაქცინა - 80 გრადუსში ინახება.

 

საუბარი WhatsApp-ში გაგრძელდა, რომელსაც ამერიკული ნომერი ჰქონდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ chrisstore24 მაინც და მაინც ამერიკელია. ის შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას, თუნდაც თქვენს სამეზობლოში. Darknet-ი სწორედ ასე მუშაობს. იქ ყველა ანონიმურია, რადგანაც დიდი ნაწილია იმისა, რაც იქ ხდება, უკანონოა. ასევე უკანონოა ვაქცინის ყიდვაც, თანაც გაყიდვების დაწყებამდე.

 

ბაზარი Agartha მომხმარებლებს ძალიან ბევრ პროდუქტს სთავაზობს  - სტიმულატორებს, სინტეტიკურ პრეპარატებს, დოპინგს, და ა.შ. მხოლოდ ამ საიტზე ვაქცინის 80-ზე მეტი შემოთავაზება იყო. ყველა დაახლოებით ერთნაირად იყო წარმოდგენილი   - ერთი და იგივე გრამატიკული შეცდომებით, ფლაკონების ზოგადი სურათებით.

 

მხოლოდ გამყიდველის ნიკნეიმი  - (carlosjuan, lordpharma, rodrigomendez), ფასი (300-დან 1000 დოლარამდე) და  წარმოშობის სავარაუდო ქვეყანა იცვლებოდა.

 

ეს, რა თქმა უნდა, თაღლითობაა. ჯერ უცნობია ტრანსნაციონალური კომპანიების ლაბორატორიებში ქურდობის ფაქტები, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში პოლიცია და სპეცსამსახურები უკვე რამდენიმე გამოძიებას აწარმოებენ.

 

არც ერთი ვარიანტი - არც თაღლითობა, და არც ნამდვილი მოპარული ვაქცინების გაყიდვა - არარეალურად არ გამოიყურება სამყაროში, სადაც ჰოლივუდში გადაღებული ფილმები ინტერნეტში პრემიერამდე ჩნდება. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ინტერპოლს და სპეცსამსახურებს ძალიან აწუხებთ.

 

„ეს ვაქცინა - 2021 წლის თხევადი ოქრო, და ჩვენ კიდევ საწყობების გაქურდვის და ტრანსპორტირების დროს თავდასხმების არაერთ ფაქტს დავინახავთ“ - განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა.

 

პირველი ფაქტები უკვე დაფიქსირდა - ჩინეთიდან სამხრეთ აფრიკაში უკანონოდ 400 ფლაკონი ჩაიტანეს, და ეს - მხოლოდ დასაწყისია.

 

„თქვენი შეკვეთა მომზადების პროცესშია. აი ჩემი ბიტკოინ-საფულე, სადაც თქვენ თანხა უნდა ჩარიცხოთ. შემდეგ ამანათის თვალთვალისთვის ნომერს მოგცემთ“ - უხსნის იტალიელ ჟურნალისტებს  გარიგების დეტალებს chrisstore24.

 

თუმცა, ფლაკონის სურათის წარდგენაზე უარს ამბობს  - „თქვენ შეგიძლიათ სურათი ფორუმზე ნახოთ“ - პასუხობს ის.

 

lefigaro.fr


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up