Le Figaro: კორონაკრიზისი - სოფლის რევანში ქალაქზე

Le Figaro: კორონაკრიზისი - სოფლის რევანში ქალაქზე

access_time2020-05-23 16:00:56

 

კორონაკრიზისი, ჩვენს საზოგადოებებს დიდი დარტყმა მიაყენა, ასევე  ის კაცობრიობის განვითარების არსებული მოდელის სანიტარულ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ გავლენაზე ბევრ კითხვებს ბადებს.

 

ყოველდღიურად, ის ჩვენს სისუსტეებს და დამოკიდებულებებს სულ უფრო და უფრო ავლენს.

 

კრიზისმა ადამიანური, სამრეწველო, ტექნიკური, და ფინანსური მობილურობის თემების ირგვლივ დისკუსიების გაღრმავებას ხელი შეუწყო.

 

საფრანგეთში კარანტინმა ძალიან პროგრესული და ამავე დროს აგრარული ქვეყნის აქამდე წარმოუდგენელი იდეა შექმნა.

 

ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ - არის სოფლის რევანში.

 


ილუზია, თითქოს ადამიანების და მთლიანად საზოგადოების განვითარება მხოლოდ ქალაქებშია შესაძლებელი - იმსხვრევა. პანდემიის წყალობით ბევრი დაფიქრდა - სად ჯობია იცხოვრო  - დიდ ქალაქში თუ სოფელში?

 

ქალაქების უპირობო პრიორიტეტი შესაძლოა გადაიხედოს.

 

მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ქალაქებში ცხოვრება ძალიან გაძვირდება -ეს კვებას, უძრავ ქონებას, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, და პროფესიულ ცხოვრებას ეხება. თანაც, როგორც უკვე დავინახეთ, ჩვენი პროფესიული პირობები, და ასევე ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები, შესაძლოა ღრმად შეიცვალოს.

 

პარიზში ბინის ყიდვაზე ხვალ-ზეგ ფიქრს - ვინ შეძლებს?

 

საბოლოო ჯამში, კარანტინი - ეს ქალაქური მოვლენაა, და ის სწორედ ქალაქისთვის დამახასიათებელ აქტიურობას ამცირებს. ის უსარგებლოა სოფლებში, სადაც ცხოვრების ტემპი და წესი სულ სხვანაირია.

 

საფრანგეთის სტრატეგიული პრიორიტეტი არა მხოლოდ ინდუსტრიალიზაცია, ტექნოლოგიური, ციფრული, და ენერგეტიკული სუვერენიტეტი, არამედ სოფლის ცხოვრების განვითარებაც უნდა გახდეს.

 

 

ბლოკების ახალ ცივ ომში, სადაც ჩვენს წინაამღდეგ დღეს უკვე ჩინეთი, შესაძლოა ხვალ იყოს ინდოეთი, და რა თქმა უნდა რუსეთი, ერთიანი ფრონტით გამოდიან, ევროპის ორიენტაცია სოფელზე შესაძლოა დიდი ძალა გახდეს.

 

ევროპის უზარმაზარი სასურსათო მემკვიდრეობა მთელი მსოფლიოსთვის სარგებელის მომტანი, განსაკუთრებით კორონაკრიზისის შემდგომ ეპოქაში  უნდა გახდეს.

ეს პროდუქტები არა მხოლოდ შემოსავლების და სამუშაო ადგილების წყაროს, არამედ კულტურულ ფასეულობასაც წარმოადგენენ.


თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up