Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

access_time2020-10-19 20:30:21

დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.

 

ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.

 

სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა, რაც სრულიად გასაგები და ლოგიკურია - სწორედ ამ მეგაპოლისებშია კონცენტრირებული მთელი კულტურული და ეკონომიკური ცხოვრება, ყველაზე მეტი სტუდენტიც იქ არის.

 

შესაბამისად, კომენდანტის საათი, რომელიც ცხოვრებისეული სიამონვებებისგან თავის შეკავებას და უსაფრთხოების ზომებს გულისხმობს, ქალაქელებისთვის დიდ უსიამოვნებებს წარმოადგენს.

 

ესაა ვირუსის მეორე ტალღის წინაშე საფრანგეთის მთავრობის არჩევანი. პრეზიდენტს სურს აქცენტის გაკეთება სახელმწიფოს ავტორიტეტზე. საფრანგეთში ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ისევ პოლიცია გახდება. კერძოდ, მკაცრი ჯარიმების სისტემა კვლავ აღდგება.


 

ელისეს სასახლეს ყველაზე ახალგაზრდა მასპინძელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გარანტის როლში გამოდის, იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან არაპოპულარულია ფრანგ ახალგაზრდა თაობაში.

 

ის ყურადღებას ისეთ ზომებზე ამახვილებს, როგორც სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის სრული რესტრუქტურიზაცია და ეს ისეთ ქვეყანაში როგორც საფრანგეთია და ისეთ ქალაქში როგორც პარიზია.

 

კორონავირუსის შეტევის დროს ის ქვეყანას სახლში ჯდომას უბრძანებს და ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ ის ქვეყნის შეცვლას პირდებოდა მოსახლეობას. საავადმყოფოების გადავსების შიშით, „სტარტაპების ერის“ ლიდერი შეწუხებული მამის როლში გვევლინება.

 

ამჟამად მთავარია ამას ფრანგები როგორ მიიღებენ და ეს იმის მიუხედავად, რომ გვიანი შემოდგომა და ზამთარი კომენდანტის საათისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ზაფხული.

 

დაიწყება თუ არა მოსახლეობის შეძლებული ფენების ხელმეორე მასობრივი გადასახლება რეგიონებში? დათანხმდება თუ არა ღარიბი და კრიმინალური რაიონების მოსახლეობა მკაცრი პოლიციური ზომების შემოღებას? გაიზრდება თუ არა პოლიციელებზე თავდასხმების რიცხვი, რისი ტენდენციაც  დღეს უკვე ფიქსირდება.

 

თუ მთავრობა გაწამებულ ქვეყანაში ახალი ზომების შემოღების დროს სიფრთხილეს არ გამოიჩენს, არაა გამორიცხული სოციალური აჯანყებები და სხვადასხვა ტიპის ინციდენტების გახშირება.

 





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
access_time2021-07-30 19:00:46
აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.   შესაძლოა, ამ გარიგებით ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობები მოაწესრიგა, მაგრამ მეტს ვერაფერს მიაღწევს. „ჩრდილოეთის ნაკადი –2“ მცდარი პროექტია, რომელიც გერმანიის მთავრობას შეასუსტებს  და ევროპას რუსული აგრესიის წინაამღდეგ გაცილებით უფრო მოწყვლადს გახდის.   ახალი მილსადენი  რუსული...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...


მსგავსი სიახლეები

up