Le Figaro: კიდევ რამდენ მილიონს მოკლავს კორონავირუსი

Le Figaro: კიდევ რამდენ მილიონს მოკლავს კორონავირუსი

access_time2020-10-05 19:00:33

9 თვის მანძილზე კოვიდ-19-სგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ მსოფლიოში უკვე მილიონს გადააჭარბა და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რეალური ციფრი გაცილებით უფრო მაღალია. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა, პანდემია უკან არ იხევს და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ერთ-ერთი კვლევითი ჯგუფის დასკვნის თანახმად, შესაძლოა წლის ბოლომდე ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 3 მლნ.-ს გადააჭარბოს.


ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნის მიხედვით, 1 მლნ.-ს დაღუპულთა რიცხვმა 28 სექტემბერს მიაღწია. თუმცა, სანტიაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეა აიორას აზრით, სავარაუდოდ ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდა.


„ხშირ შემთხვევაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობა არ ფიქსირდება ძირითადად ღარიბ ქვეყნებში, სადაც არასაკმარისი ტესტირებაა და თანაც ძალიან სუსტი მედიცინაა, ამიტომ ხშირად ადამიანები სახლში კვდებიან. კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტესტირების ზრდასთან ერთად მოიმატებს“ - მიიჩნევს ის.


სიეტლის უნივერსიტეტის პროფესორის ალიმოქ დადის თქმით, ამ მაჩვენებლის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო.


„მაგალითად, შტატებში, სადაც კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია (200 000-ზე მეტი), პირბადეების სავალდებულო ტარება სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. სამომავლოდ ლეტალურობის დონე მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული“ - მიიჩნევს ის.



კვლევითმა ცენტრმა IHME-მ 19 ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება გააანალიზა, და დაითვალა, რომ არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში წლის ბოლოსთვის დაღუპულთა რაოდენობა 2,5 მლნ.-მდე გაიზრდება.


თუმცა, მათემატიკური გათვლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 95% პირბადეებს ატარებს, დღიური ლეტალურობა საშუალოდ 33 300-დან 17 450-მდე შემცირდება და პირიქით, თუ მთავრობების შეზღუდვებს მთლიანად გააუქმებენ, 2021 წლის დასაწყისისთვის მსხვერპლი 3,3 მლნ.-მდე, ხოლო დღიური სიკვდილიანობა 72 700-მდე გაიზრდება.


მოკდადის აზრით, პანდემიის შედეგად ასევე გვერდითი ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილიანობაც გაიზრდება, რომელიც ოფიციალურად კორონავირუსთან არავითარ კავშირში არ იქნება.


„მაგალითად, იმის გამო, რომ ადამიანების კლინიკებში სიარულს ერიდებიან და ამიტომ ვაქცინაციის დონე შემცირებულია, გახშირდება სიკვდილიანობა სხვა დაავადებებისგან. ამას დაემატება ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება და სიკვდილიანობა სხვა დაავადებებისგან იმ პირობებში, როდესაც საავადმყოფოები გადავსებულია კოვიდ-პაციენტებით“, - თვლის ის.


თუმცა, საწინაამღდეგო აზრიც არსებობს, სხვა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შესაძლოა მილიონი ეპიდემიისთვის გარდამტეხი ციფრი გახდეს. შესაძლოა თავად ამ რიცხვმა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს და ისინი ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდებიან. სწორედ გამოფხიზლება და კორონავირუსის სერიოზულობის სათანადო აღქმა შესაძლოა პანდემიის დასასრულის მიზეზი წამლის და ვაქცინის შექმნამდე გახდეს.


Le Figaro

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up