Le Figaro: ჰოლივუდი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კრიზისს განიცდის

Le Figaro: ჰოლივუდი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კრიზისს განიცდის

access_time2020-04-26 19:00:08

პანდემია ამერიკის კინოინდუსტრიას ანადგურებს - საყოველთაო მოლოდინი, გაურკვეველი დროით გადადებული გადაღებები, ჩაშლილი კონტრაქტები..

როგორ და როდის მოახერხებს„ოცნებათა ფაბრიკა“ ამ კოშმარიდან გამოსვლას? არავინ იცის, თუმცა, დღეს ბევრ კინოპროდიუსერს აქვს ბედნიერი დასასრულის და სწრაფად განვითარებადი სტრიმინგული ვიდეოს იმედი.

კორონაკრიზისის პირველი მსხვერპლი ჰოლივუდში გახდა აგენტი 007. „სიკვდილის დრო არაა“, 25-ე ფილმი ჯეიმს ბონდზე, თავის სახელს  ამართლებს - მისი გამოსვლა აპრილიდან ნოემბრამდე გადაიდო, თუმცა ეს - უკეთეს შემთხვევაში. არის უარესიც, რომლის წარმოდგენაც არავის არ სურს.

ჰოლივუდის სუპერ-გმირებს ამჟამად  უხილავი ორგანიზმი ემუქრება,  რომლის ზომაც არის სულ რაღაც 60 მიკრონი, და მათ უკვე სამყაროს გადარჩენა არ შეუძლიათ - არც ეკრანზე,და არც რეალურ ცხოვრებაში.

ცუდ დღეში არიან სერიალების მოყვარულებიც - სანახევროდ დასრულებული „სამშობლო“ სადღეისოდ ჩამოკიდებულია ჰაერში - არავინ იცის როდის გაგრძელდება ის, და გაგრძელდება თუ არა საერთოდ.

მაშინ როდესაც 3 მლრდ. ადამიანი მსოფლიოში კარანტინზე გადავიდა, ყველა ელოდა ახალ შემოთავაზებებს ჰოლივუდისგან,  თუმცა, კინოხელოვნების მექა ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, დაიხურა  - როგორც ცნობილია, ჰოლივუდს მშვენიერად გამოსდის ფილმები გლობალურ კატასტროფებზე, და დღეს ის თავად არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარის პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაში.

სკეპტიციზმი, შიში, გააზრება და კარანტინი - ჰოლივუდში კორონავირუსის ირგვლივ პროცესები ზუსტად ისევე განვითარდა, როგორც ყველგან  - ამბობს ტელეარხ Canal + -ის კორესპოდენტი ჰოლივუდში დიდიე ალუში.

„თუ ფილმის გადაღება ჯერ არ დაწყებულა და ის იმყოფება პროდიუსირების ან რედაქტირების სტადიაზე, სავარაუდოდ მას კიდევ დიდხანს ვერ გადაიღებენ. დრო გაჩერდა“ - ამბობს ის.

ჰოლივუდი - არაა მხოლოდ მდიდარი რეჟისორები, პროდიუსერები და კინოვარსკლავები, რომლებიც რამდენიმეთვიან კარანტინს თავიანთ ძვირადღირებულ ვილებში ბევერლი-ჰილზში ძალიან ადვილად გადაიტანენ.


ჰოლივუდში ასევე არის უამრავი რიგითი, შეუმჩნეველი თანამშრომელი, და მათ შესაძლოა ჰქონდეთ 2-3 თვისთვის საკმარისი დანაზოგები, და არავინ იცის რამდენი ხანი მოუწევთ უმუშევრად ყოფნა.

საუბარი არაა 10-15 ადამიანზე - ოცნებათა ფაბრიკაში 100 000-ზე მეტი თვითდასაქმებული მუშაობს, და ისინი  ხელფასებს საათების, დღეების, ან უკეთეს შემთხვევაში კვირების მიხედვით იღებენ. მათთვის გაურკვეველი ვადით გაგრძელებული კარანტინი და უმუშევრობა უდრის ნამდვილ კატასტროფას.

მათ შორის ბევრი იმდენად მცირე ხელფასს იღებს, რომ დაზღვევითაც  ვერ სარგებლობს.

დამსაქმებლების დანაკარგებიც საკმაოდ მასშტაბურია -  ყველა ფესტივალი და კინოპრემიერა გადაიდო, წარმოება გაჩერდა, გადაღებების ყველა განრიგი დაირღვა. კორონავირუსმა ჰოლივუდს უმძიმესი დარტყმა უკვე მიაყენა - მათ შორის ოსკარის ყოველწლიურ დაჯილდოებას.

„ახალი ფილმების გადაღება ძირითადად ივნისში იწყება, იმისთვის რომ შემოდგომაზე მოხდეს მათი წარდგენა ოსკარზე. დღეს ეს კალენდარი უკვე მოძველდა. შესაძლოა ოსკარის დაჯილდოება 2020 წელს საერთოდ არ ჩატარდეს - იმიტომ რომ არ იქნება საკმარისი რაოდენობის ახალი ფილმები. კინოაკადემია ამ საკითხზე უკვე მსჯელობს“ - განაცხადა დიდიე ალუშმა.

გრიგალის ცენტრში ყალიბდება „ახალი ჰოლივუდი“.  კინოთეატრების დროებითმა დახურვამ სხვა მოქმედ პირებს გზა გაუხსნა. ბოლო პერიოდში სტრიმინგული ვიდეო (მაგალითად Netflix)კინომოყვარულთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება, და დღეს, საყოველთაო კარანტინის პირობებში, მოთხოვნა მასზე იზრდება.

თუმცა, კრიზისი მათაც შეეხო.

„სტრიმინგ-პლატფორმებს დიდი ინვესტიციები აქვს მხატვრულ და მენციერულ-პოპულარულ ლიტერატურაში, სერიალებში და ფილმებში, რომლებზეც მუშაობა შეჩერებულია კორონავირუსის გამო. 2020 წელს  600 ახალი სერიალი მზადდებოდა, და თუ მუშაობა 3 თვის მანძილზე არ განახლდა, ყველაზე პოპულარული სტრიმინგ-არხებიც კი დაკარგავენ მიმზიდველობას მაყურებლებისთვის“- თვლის სცენარისტი სკოტ კაუფერი.

ჰოლივუდში საკითხი „კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ“ განსაკუთრებით აქტუალურია სცენარების კუთხით - მიიჩნევს პროდიუსერი ჯეისონ ბლუმი.

„თხრობის მანერა, რომელიც იყო დამახასიათებელი ჰოლივუდისთვის, სამუდამოდ შეიცვლება. ყველაფერი, რაც იყო პანდემიამდე უიმედოდ მოძველდება“ - ამბობს ის.

 


თეგები:
ჰოლივუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up