Le Figaro: გერმანელებს დანარჩენი ევროპის ვალების გადახდა არ სურთ

Le Figaro: გერმანელებს დანარჩენი ევროპის ვალების გადახდა არ სურთ

access_time2020-05-18 20:00:43

ანგელა მერკელთან დაახლოებული, ევროკომისიის თავჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანელების და სამხრეთ ევროპის ქვეყნების შერიგებას შეეცდება, რაზეც დიდწილადაა დამოკიდებული ევროკავშირის შენარჩუნება. მისი ყოფნა ამ პოსტზე ბევრ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მას ზედმეტ გერმანელობას აბრალებენ, არადა ევროკომისიის თავჯდომარე წესით ნეიტრალური უნდა იყოს.

 

ფონ დერ ლაიენი ამ პოსტზე 5 თვის წინ დაინიშნა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდს ევროპას დიდი კორონა-ქარიშხალი დაემთხვა. უნდობლობას მის მიმართ გარემოცვაც აძლიერებს, რომელიც ძირითადად გერმანელებისგან შედგება.

 

„ურსულა ფონ დერ ლაიენს პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია, რომელიც მას გერმანული იდეოლოგიური და კულტურული საზღვრებიდან გასვლის საშუალებას მისცემს. მას განვითარების კონცეფცია არ გააჩნია, და მე მგონი არც სურს ჰქონდეს. ის ამ მაღალ პოსტზე გერმანელად რჩება, და ახლოსაა ანგელა მერკელთან, რომელსაც ევროკავშირში ნებისმიერი გართულებები აშინებს“, - ამბობს პარიზის სამართლის უმაღლესი სკოლის პროფესორი იტალიელი ალბერტო ალემანო.

 

კორონავირუსის გამო ევროკავშირი თავის ისტორიაში ყველაზე სერიოზულმა კრიზისმა მოიცვა. ყველა სიგნალი რთულ და საშიშ მდგომარეობაზე მეტყველებს. ეკონომიკები რამდენიმე თვით გაჩერდა, ზრდა ყველა ევროპულ ქვეყანაში ვარდნამ შეცვალა, ინვესტიციები გაიყინა, მილიონობით სამუშაო ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, თუ კრიზისი ბლოკის ეკონომიკებს შორის განხეთქილებას გაზრდის, ერთიანი ევროპული პროექტი შესაძლოა დაინგრეს.

 


დღევანდელი კრიზისი სწრაფ და ეფექტურ საპასუხო ზომებს მოითხოვს, თუმცა, ისევე როგორც საბერძნეთის კრიზისის დროს, ევროკავშირი უძლურია გერმანიის თანმიმდევრულობის წინაშე. ანგელა მერკელის გამონათქვამები ამ თემაზე ანალიზის საგანი ხშირად ხდება და ბევრ მის ციტატას უადგილოდ მიიჩნევენ. ასე იყო, ე.წ. კორონაბონდების საკითხზე - ანუ, საერთო ევროპულ ობლიგაციებზე, რომლების გამოშვებასაც იტალია და ესპანეთი მოითხოვენ, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები - გერმანია, ფინეთი ავსტრია - კატეგორიულად ეწინაამღდეგებიან. ამ ტიპის ფასიანი ქაღალდები ზედმეტად რისკიანად ითვლება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბონდებისგან მიღებული თანხები ძირითადად სამხრეთ ევროპის ქვეყნების გადარჩენას მოხმარდება, ხოლო მათი დაფარვის გარანტიას თავის თავზე დანარჩენი ევროპა აიღებს  - პირველ რიგში კი - გერმანია.

 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გერმანიის შიშები გარანტიებთან დაკავშირებით, სავსებით გამართლებულია. ამ გამონათქვამმა სამხრეთ ევროპაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ევროკომისიამ ცეცხლის ჩაქრობა სცადა, და ყველაფერი არასწორ თარგმანს გადააბრალა.

 

ევროკომისიას ასევე საერთო დახმარების უსამართლო განაწილება ბრალდება. კერძოდ, უკვე გამოყოფილი 2 მლრდ. ევროდან ნახევარზე მეტი სხვებზე გაცილებით ნაკლებად დაზარალებულმა გერმანიამ მიიღო. საბოლოო ჯამში კი უთანასწოროდ განაწილებული ფინანსური დახმარება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების არათანაბარ აღდგენას გამოიწვევს.

 

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ პრობლემის არსებობას აღიარებს და აუცილებლობად მიიჩნევს, დახმარების თანაბარ განაწილებას, რათა თავისი წილი  ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შეხვდეს.

 

კიდევ ერთი რთული საკითხია გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,რომელმაც ევროზონის ქვეყნების ობლიგაციების ყიდვა აკრძალა - ეს კი ევროპული სამართლის უზენაესობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

 

ეს გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის სისტემურ საფრთხეს შეიცავს და პანდორას ყუთს ხსნის - ევროკავშირის კანონმდებლობის შესუსტებას გერმანიის გარდა სათავისოდ ისეთი ქვეყნები, როგორც უნგრეთი და პოლონეთი გამოიყენებენ. შემთხვევითი არაა, რომ ვარშავამ და ბუდაპეშტმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმავე დღეს მიესალმნენ.

 

წყარო: lefigaro.fr

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up