Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

access_time2020-06-02 21:00:44

როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება განსხვავებულია.

 

 კულტურულ ტურიზმზე ორიენტირებული იტალიისთვის ყველაზე აქტიური სეზონი მარტიდან მაისამდეა, შემდეგ კი - სექტემბერ-ოქტომბერში. პირველი ნაწილი მთლიანად ჩავარდა. შეძლებს თუ არა ქვეყანა სექტემბერ-ოქტომბერში დაკარგული პოზიციების აღდგენას, გაურკვეველია -აცხადებს ევროკავშირის კომისარი ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილიონი.

 

 ეს ზაფხული ახალი კლიენტების მოპოვების სეზონი არ იქნება. დღეს ძირითადი მიზანია მუდმივი კლიენტების შენარჩუნება.“  - თვლის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ბატისტ ლემუანი.საფრანგეთი ამ სიტუაციის გამოყენებას აპირებს. ეს აუცილებელია, რადგანაც ევროპაში კონკურენცია ტურისტულ დარგში მკვეთრად გაიზარდა.

 

 ხორვატია ტურისტულ სეზონს ხსნის. ამბობენ, რომ ქვეყანაში 20 000 ტურისტი უკვე ჩამოვიდა და ეს ქვეყანა მეტი დამსვენებლის მოზიდვასაც აპირებს . ლოზუნგი მარტივია - დასვენება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, უფრო ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.მომავალი კვირიდან საზღვრებს იტალიაც ხსნის. ეს უსიამოვნო სიურპრიზი გახდა, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია.

 

 რამდენიმე დღის წინ ევროპის ტურიზმის მინისტრების სამიტი შედგა, სადაც იტალიელებს საზღვრების გახსნის თაობაზე არაფერი უთქვამთ   - განაცხდა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.


 

 კვიპროსი, რომლის მშპ-ს 15% ტურიზმზე მოდის, იმ მოგზაურებისთვის, ვინც დაადასტურებს რომ არაა დაინფიცირებული კორონავირუსით, საზღვრებს  9 ივნისიდან გახსნის. ქვეყანა ასევე ვიზიტის დროს დაინფიცირებული ტურისტების შენახვის და მკურნალობის ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს.  თუმცა, საზღვრების გახსნა საფრანგეთს და ბრიტანეთს ჯერჯერობით არ ეხება.

 

 თუმცა, შენგენის ზონის შიდა საზღვრების ხელმეორედ გახსნის და ჩამოსულებისთვის 14-დღიანი აუცილებელი კარანტინის გაუქმების გარეშე, ტურისტული სეზონის რეალური გახსნა შეუძლებელია.

 

ევროკომისია ცალკეულ ქვეყნებს შორის თავისუფალ მიმოსვლას  და ე.წ. „მინი-შენგენების“ შექმნას უარყოფითად აფასებს. ეს პირველ რიგში ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს ეხება. სწორედ ისინი ერთმანეთს შორის გადაადგილების განსაკუთრებული საშეღავათო რეჟიმის შექმნას გეგმავენ.

 

სრულფასოვანი შენგენისკენ დაბრუნებას ვერანაირი რეგიონული შენგენი ვერ შეცვლის. ეს არის ჩვენი საერთო ბაზრის ფრაგმენტაცია და სხვა ქვეყნების დისკრიმინაციაა. ეს დაუშვებელია - მიიჩნევს ევროკავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში მარგარიტას სკინასი.

 

 ზოგიერთი სხვა ქვეყანა, მაგალითად საფრანგეთი, გარე საზღვრის გახსნას, თუმცა მაღალი რისკის ქვეყნებისთვის აკრძალვის შენარჩუნებას აუცილებლად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ეს ბრაზილია და შტატებია, თუმცა, არა ჩინეთი, რომელიც ევროპის ტურისტული სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

 

 წყარო: lefigaro.fr

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up