Le Figaro: ევროპა შეზღუდვებს არბილებს - ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეებს მოგზაურობის ნებას რთავს

Le Figaro: ევროპა შეზღუდვებს არბილებს - ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეებს მოგზაურობის ნებას რთავს

access_time2020-05-03 20:00:13

მარტში შემოღებული იტალიური კარანტინიდან დაგვიანებულ ბრიტანულ შეზღუდვებამდე - მთელი ევროპა კორონავირუსს თითქმის სამხედრო ორგანიზებულობით და რიგითობით ებრძოდა. კარანტინიდან გასვლაც ასევე - ორგანიზებულად, ეტაპობრივად და რიგრიგობით ხდება.

პოლონეთმა და ავსტრიამ შეზღუდვების შერბილება 13 აპრილს, ხოლო გერმანიამ დ ჩეხეთმა 20 აპრილს დაიწყეს. იტალია, ესპანეთი, ბელგია და საბერძნეთი 4 მაისს,საფრანგეთი კი 11 მაისს შეუერთდებიან.

იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მალტაში სკოლები 1 სექტემბრამდე დაკეტილი იქნება, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად იხსნება. 15 აპრილს დანიაში ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები, დაწყებითი კლასები ამუშავდა, 11 მაისიდან კი - კოლეჯები და ლიცეუმები გაიხსნება.

ნორვეგიაში 6-დან 10 წლამდე ბავშვები სწავლას 4 მაისიდან განაახლებენ, ხოლო კლასები 15 მოსწავლემდე შემცირდება.

ბოლო დღეებში მილიონობით ევროპელმა თმების შეჭრის სიამოვნება ისევ იგრძნო - პირველ რიგში ეს სერბებს და შვეიცარიელებს შეეხო, გერმანელებს 4 მაისამდე მოთმენა მოუწევთ.

სავაჭრო ობიექტების უმეტესობა ავსტრიაში 14 აპრილს, ხოლო გერმანიაში 20 აპრილს გაიხსნა. ჩეხეთში, რომელმაც კარანტინს 2კვირით ადრე წერტილი დაუსვა, ქარხნები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები, და სპორტული დარბაზები, ხოლო სლოვაკიაში ყველა ტიპის მაღაზიები გაიხსნა.

იტალიაში საბავშვო ტანსაცმლის, საკანცელარიო საქონლის, და წიგნების მაღაზიებმა დიდი სიფრთხილით, მაგრამ კლიენტების მიღება განაახლეს. 4 მაისიდან მუშაობას მრეწველობა და საბითუმო ვაჭრობა განაახლებს, 11მაისიდან კი - საცალო ვაჭრობაც.

ყველა ევროპული ქვეყანას გეგმავს ბარების და რესტორნების გახსნას. ავსტრიაში ეს 15 მაისს მოხდება. მათ მფლობელებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესდება - მაქსიმუმ 4 კლიენტი ერთ მაგიდასთან, მაგიდებს შორის მინიმალური მანძილი 1 მეტრი, დახურვა 23 საათზე. სასტუმროები, პარკები, და გასართობი დაწესებულებები 29 მაისს გაიხსნება.

15 აპრილიდან ფინელებს დედაქალაქიდან გასვლის უფლება აღუდგათ, ავსტრიელები მათ 1 მაისიდან შეუერთდნენ, ესპანელებს კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღია სივრცეში სპორტით და ოჯახური სეირნობით სიამოვნების მიღება შეუძლიათ.

ესპანეთი, საბერძნეთი, და იტალია გადაადგილებას ერთი პროვინციის ფარგლებით შეზღუდავენ - ლომბარდიელი ჯერ გარკვეული დროის მანძილზე რომში ვერ ჩავა, თუმცა თავად ლომბარდიაში თავისუფლად იმოგზაურებს.

ჩეხებს უკვე უცხოეთში გამგზავრების უფლებაც კი მიეცათ, იმ პირობით, რომ დაბრუნების შემდეგ ისინი 2-კვირიან თვითიზოლაციაში წავლენ.

ბრიტანეთში 2 ადამიანზე მეტის ერთად ყოფნა დღესაც აკრძალულია, იტალიელებს კი მომავალი კვირიდან ნათესავები მონახულების უფლება მიეცემათ, თუმცა, წვეულებები და ოჯახური თავყრილობები ჯერაც აკრძალულია.

იტალიაში სამგლოვიარო ცერემონიაზე ნებადართულია 15 ადამიანის დასწრება, თუმცა რელიგიური რიტუალები აკრძალულია. ამავე დროს, საბერძნეთში ეკლესიები 17 მაისს გაიხსნება, ხოლო პოლონეთში ყველა ტაძარი ჯერ კიდევ 1 თვის წინ გაიხსნა.

შვედეთში დღესაც აკრძალულია 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება და მოხუცთა თავშესაფრების მონახულება.

გერმანიაში და ნიდერლანდებში სპორტული ღონისძიებები და კონცერტები აკრძალულია 31 აგვისტომდე, დანიაში კი ნებადართულია ყველა ღონისძიება, სადაც 500 ადამიანზე ნაკლები გროვდება.

პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, და უნგრეთში რჩება. გერმანიაში ეს აუცილებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში, ლუქსემბურგში იქ, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

4 მაისიდან პირბადეების ტარდება იტალიაში და ბელგიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება, საბერძნეთში კი - საავადმყოფოებში და სილამაზის სალონებში. რუმინეთში, ესპანეთში, და საფრანგეთში პირბადე სავალდებულო საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.

ბრიტანეთში, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში კარანტინის შერბილებას გეგმავს, პირბადეების ტარებას მაღაზიებში აუცილებლად მიიჩნევენ.

თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up