Le Figaro: ევროკავშირი მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებას ცდილობს

Le Figaro: ევროკავშირი მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებას ცდილობს

access_time2020-09-28 20:00:33

ევროკომისიამ მიგრაციის საკითხზე რეფორმების პაკეტის პროექტი წარადგინა. ბრიუსელის მთავარი მიზანია - კავშირის ყველა ქვეყანაში ლტოლვილების თანაბარი და სამართლიანი განაწილდება.

 

სავარაუდოდ შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება - ბევრი ქვეყანა არასასურველი და პრობლემური ლტოლვილების მიღებაზე საერთოდ უარს აცხადებს.

 

კანონის თვალსაზრისით, ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი მიდგომა არ გააჩნია. საერთო ევროპულ ინსტიტუტებს რეკომენდაციებით გამოსვლა შეუძლიათ, თუმცა მთავარი საკითხი მიიღებს თუ არა ქვეყანა ლტოლვილებს, საბოლოო ჯამში მისი მთავრობის გადასაწყვეტია.

 

ბოლო წლებში ლტოლვილების დიდი ნაწილის მიღების ტვირთი საბერძნეთმა და იტალიამ იკისრეს. ისინი მიგრანტების სამართლიან განაწილებას ქვეყნებს შორის დიდხანს ელოდნენ თუმცა, „ევროპული სოლიდარობა“, რომელზეც ბრიუსელში ათწლეულების მანძილზე ლაპარაკობენ, მხოლოდ გერმანიამ გამოავლინა.

 


იდეალურ ვითარებაში ლტოლვილთა მიღება რამდენიმე ძირითად ფაქტორზე უნდა იყო დამოკიდებული - ისეთებზე, როგორიც არის მოსახლეობის რაოდენობა და მშპ. თანაც, ეს უნდა იყოს ვალდებულება და არა კეთილი ნება, წინაამღდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ლტოლვილების მიღებაზე უარს იტყვიან.

 

მიგრაციის პრობლემისადმი ახალი მიდგომის აუცილებლობა 2015-2016 წლების კრიზისმა გამოიწვია როდესად ევროკავშირს, პირველ რიგში იტალიას, საბერძნეთს და ესპანეთს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასობით ათასი ლტოლვილი მიაწყდა. 2015-2016 წლებში თავშესაფარი ევროპაში 2,4 მლნ. ხოლო 2017-2019 წლებში - 1,8 მლნ. ადამიანმა მოითხოვა. თუმცა, ბევრმა ქვეყანამ ლტოლვილების მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

 

პრობლემა რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე მომხდარმა ხანძარმა გაამწვავა. სანამ პოლიცია ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იძიებს, 13 000 ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ შორის ნაწილმა თავშესაფარი უკვე მიიღო, მაგრამ მაინც ლტოლვილთა ბანაკში, არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას აგრძელებდა.

 

წარდგენილი დოკუმენტი ქვეყნების სოლიდარობას სავალდებულოს გახდის. ამის სანაცვლოდ, ბრიუსელი ყოველ მიღებულ ლტოლვილზე წელიწადში 10 000 ევროს გამოჰყოფს. მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის უფლება გათვალისწინებული არაა, სწორედ ეს პუნქტი იქნება სავარაუდოდ, ყველაზე პრობლემური.

 

ინიციატივები მიგრაციის საკითხში ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებას ყოველთვის იწვევდა და გამოიწვევს დღესაც. რევოლუციური გარღვევა მოსალოდნელი არაა, ბრიუსელი ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოების შერბილებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე პრობლემის სრულ გადაწყვეტაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ლტოლვილები ევროპის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩებიან.

 


Le Figaro

თეგები:
მიგრანტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up