Le Figaro: ჩინეთი - მსოფლიოს პირველი ეკონომიკა?

Le Figaro: ჩინეთი - მსოფლიოს პირველი ეკონომიკა?

access_time2021-11-04 20:00:46

შეერთებული შტატები მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკად რჩება და მას ნელ-ნელა ჩინეტი ეწევა, თუმცა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ჩინეთი უკვე პირველ ადგილზეა. საფრანგეთის ექს-პრემიერი ჟან-პიერ რაფარენის განცხადებით ლიდერობისთვის ბრძოლაში ქვეყანა ნომერ ერთი მოახლოებულ მეტოქეს ხედავს, მაგრამ ამას არ ეთანხმება, ხოლო ქვეყანა ნომერ ორი უკვე საკუთარ თავს ლიდერად მიიჩნევს.

 

ექს-პრემიერი სრულიად მართალია, როდესაც ჩინეთს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ნომერ პირველ ქვეყნად აღიარებს.

 

პირველ რიგში, უნდა გავყოთ ეკონომიკის მოცულობის დათვლის ორი მეთოდიკა - ნომინალური მშპ გულისხმობს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის და გაწეული მოხმარების მარტივად დოლარებში გადათვლას, ხოლო პარიტეტის მეთოდიკა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ 1 დოლარად ნიუ-იორკის ცენტრში და პაკისტანის პროვინციულ ქალაქში სულ სხვადასხვა რამეს იყიდით.

 

ამიტომაც, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით უფრო ზუსტია, ვიდრე ნომინალური მშპ. ზოგადად ამ მეთოდიკებით მიღებული შედეგები შესაძლოა ძალიან განსხვავებული იყოს - მაგალითად, ნომინალური მშპ-ს მიხედვით, საფრანგეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ხოლო პარიტეტის მიხედვით - მე-9. და პირიქით - რუსეთი ნომინალური მშპ-ს მხრივ მე-11 ადგილზეა, ხოლო პარიტეტულში - მე-6.

 


თუ ჩინეთის ეკონომიკას მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გავზომავთ, ჩინეთის ეკონომიკა (24,7 ტრლნ. დოლარი) ამერიკის ეკონომიკას (20,7 ტრლნ.) აღემატება, თუმცა, კლასიკური, ნომინალური მშპ-ს მიხედვით, შტატები პირველობას ინარჩუნებენ (20,9 ტრლნ.), ხოლო ჩინეთი კვლავ მეორეა (14,7 ტრლნ.).

 

თუმცა, ყველა შემთხვევაში დინამიკა ჩინეთისთვის მაინც დადებითია, და ექსპერტთა აზრით, ჩინეთს შეუძლია ამერიკას 2030 წლისთვის დაეწიოს, მაგრამ ეს მხოლოდ აბსოლუტურ ციფრებში გამოხატული უპირატესობაა, რომელიც ქვეყნის რეალურ სიმდიდრეს არ ასახავს.

 

დიდი ზოგადი რიცხვი, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიული ლიდერობას ეყრდნობა, გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავია, როდესაც ვითვლით მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. ამ შემთხვევაში ჩინეთის მაჩვენებელი (10 500 დოლარი) რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე შტატების (63 544 დოლარი).

 

ასე რომ თეორიულად ჟან-პიერ რაფარენი მართალია - მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჩინეთი შესაძლოა მართლაც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა იყოს, თუმცა, ინდივიდუალურად, ცალკე აღებული ამერიკელები ჩინელებზე ბევრად მდიდრები არიან.

 

მთავარი კი ესაა - თუ ციფრებს უკან მოსახლეობის კეთილდღეობა არ დგას - ის მხოლოდ ციფრია, და მეტი არაფერი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up