Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

access_time2021-08-05 20:00:15

ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება.


ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას.


იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით უფრო ავტორიტეტულმა მოთამაშემ მსოფლიო ეკონომიკაში კომპანია „ტესლამ“ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორებაზე უარს ამბობს, ეს ძალისხმევა ნამდვილად არასაკმარისია.


„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბიტკოინების მოპოვებისთვის საწვავის გამოყენების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით, ეს ნახშირს ეხება, რომელსაც საწვავის ყველა სახეობას შორის ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით ყველაზე ცუდი მახასიათებლები აქვს“, - განაცხადა ილონ მასკმა.


ბიტკოინის მოპოვება განსაკუთრებულად დიდი ენერგოდანახარჯებს მოითხოვს. დღე-ღამეში 24 საათი მძლავრი კომპიუტერები რთულ გამოთვლებს აწარმოებენ და წლის მანძილზე იმდენ ენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც მთელი ბელგია, თავისი 11 მლნ-ანი მოსახლეობით.


ამ ენერგოდანახარჯების მხოლოდ 39% მოდის განახლებად და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე.



გამოთვლების მეთოდიკა საკამათოა, თუმცა, ცხადია, რომ მსოფლიოში ენერგომოხმარება მაინინგის ზრდასთან ერთად მატულობს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყველა მომგებიან ბიზნესში აქტიურადაა ჩართული, 2021 წელს კრიპტომაინინგი აკრძალა.


და ეს მაშინ, როდესაც აქამდე მსოფლიოში კრიპტოვალუტების მოპოვების 65% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა.


თუმცა, 2030 წლისთვის ჩინეთი ატმოსფეროს დაბინძურების 65%-ით შემცირებას გეგმავს, ამ ამოცანას კი კრიპტოინდუსტრიის განვითარება პირდაპირ ეწინაამღდეგება.


მაინინგი შესაძლოა ეკონომიკისთვის სასიკვდილო პრობლემა გახდეს, ან პირიქით - შესაძლოა კრიპტოფერმებმა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას ბიძგიც კი მისცენ.


ამ ეტაპზე მაინერები ეძებენ ქვეყნებს იაფი ელექტროენერგიით  - ისინი უმიზნებენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ყაზახეთი, რუსეთი, ირანი, განსაკუთრებით კი, ამერიკის რამდენიმე შტატს, მაგალითად ტექსასს, სადაც მზის ენერგეტიკა კარგადაა განვითარებული.


კრიპტოინდუსტრია ეკოლოგიური აბსურდის დაძლევაზე ფიქრობს  -  მაგალითად, ფრანგული Bigblock Datacenter ფლობს ფერმებს, რომლებიც ვირტუალურ ფულს მხოლოდ ჰიდროენერგიით მოიპოვებენ.


ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნებში ფრანგული კომპანიის პარტნიორი-ფერმები 100%-ით ჰიდროენერგიას იყენებენ და ატმოსფეროში არც ერთ გრამ CO-2-ს არ გამოყოფენ.


თუმცა ეს გამონაკლისია - კრიპტოფერმების დიდი უმრავლესობა სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული, ეკოლოგია კი უმნიშვნელო პრობლემად მიაჩნიათ.

 

lefigaro.fr





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up