Le Figaro: აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში

Le Figaro: აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში

access_time2021-11-16 19:00:48

ევროკავშირში პანდემია ძლიერდება, ხოლო 10 ქვეყანაში მდგომარეობა შემაშფოთებლად ითვლება.



ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემოტევისთვის დამახასიათებელია დაინფიცირების სწრაფი და მნიშვნელოვანი, ხოლო სიკვდილიანობის ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ზრდა.



სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაავადებათა და გარდაცვალებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.



 ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ბელგიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, ესტონეთში, საბერძნეთში, უნგრეთში და სლოვენიაში.



„საყურადღებოდ“ მიიჩნევა ეპიდემიოლოგიური ვითარება გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლუქსემბურგში, რუმინეთში და სლოვაკეთში.



„მძიმე“ ქვეყნების უმრავლესობა აღმოსავლეთ ევროპულია, ხოლო „საყურადღებოთა“ შორის ბევრია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.



რატომ? რით შეიძლება ამის ახსნა?




ვირუსოლოგის მილენ ოლიასტროს თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ძალიან ცივი ამინდები ევროპის ამ ნაწილებში.



ცივი ამინდი ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეტად იმყოფებიან დახურულ სივრცეში, და შესაბამისად, მათი დაინფიცირების ალბათობაც გაცილებით აღალია. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, გვიცავს და რომ არა ის, შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, თუმცადელტა-შტამისწინააღმდეგ აცრა ნაკლებად ეფექტურია, - ამბობს ვირუსოლოგი.



მეორე ფაქტორია - ვაქცინაციის მასშტაბები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთში. მაგალითად, გერმანიაში აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობა ნაკლებადაა აცრილი, ვიდრე დასავლეთში.



მაგრამ ეს არგუმენტი, რომელიც სავსებით რეალურია,  როდესაც საუბარია აღმოსავლეთ ევროპაზე, ჩრდილოეთთან მიმართებაში არ მუშაობს - ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, დანიაში, ლუქსემბურგში და ფინეთში, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თუმცა, დაინფიცირება იქაც იზრდება.



ინფექციონისტის პიერ პარნეს თქმით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ანტიკოვიდური ზომების სიმკაცრის დონე. მაგალითად, საფრანგეთში და იტალიაში შეზღუდვები გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, თანაც მოსახლეობა რეგულაციებს მეტწილად იცავდა.



დისტანცირების და ბარიერული ზომების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და კვლევების თანახმად, მაგალითად, ხელების დაბანის რეკომენდაცია უფრო ნაკლებად სწორედ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სრულდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა, თუმცა, არც ეს ფაქტორია ცალსახა და უპირობო - მძიმე და საყურადღებო ქვეყნებს შორის მედიცინის დონე მნიშვნელოვნად განსხვავებულია, თუმცა ისინი პანდემიის დარტყმის ქვეშ თითქმის ერთნაირად იმყოფებიან, - განაცხადა პარნემ.



და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტო იყოს - ტესტირების რაოდენობა.



იმ ქვეყნებში, სადაც დაავადებათა მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა, პარალელურად ტესტირებაც გაიზარდა, რაც შესაძლოა გაუარესებული სტატისტიკის მიზეზი გახდეს.



თუმცა, არც ეს ფაქტორია უპირობო - თუ დაინფიცირება მართლაც დამოკიდებულია ტესტირების მასშტაბებზე, სიკვდილიანობას ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის მაინც იზრდება.



 ასე რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში სხვადასხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული.



თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის მე-5 ტალღა არც დასავლეთ ევროპას ასცდება, მათ შორის, საფრანგეთს, სადაც ბოლო პერიოდში კოვიდ-რეგულაციებს სულ უფრო ნაკლებად იცავენ, ხოლო 80 წელზე უფროს მოქალაქეთა შორის 13% აუცრელია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up