Le Figaro: 2100 წლისთვის გრენლანდიის ყინულოვანი საფარი 36 მლრდ. ტონით შემცირდება

Le Figaro: 2100 წლისთვის გრენლანდიის ყინულოვანი საფარი 36 მლრდ. ტონით შემცირდება

access_time2020-10-11 20:15:13

მეცნიერულ ჟურნალ Nature-ში კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც 11 700 წლის მანძილზე გრენლანდიის მყინვარების დნობაა გაანალიზებული.

 

ნაშრომის ავტორებს დასკვნით, იმ შემთხვვევაში, თუ სასათბურე გაზების გამოყოფა დღევანდელი ტემპებით გაგრძელდა, 2100 წლისთვის გრენლანდის ყინულოვანი საფარი 36 მლრდ. ტონით შემცირდება, რაც ოკეანეს დონის 10 სანტიმეტრით აწევისთვის საკმარისი იქნება.

 

„1990-ანი წლების ბოლომდე ბუნებრივი ბალანსი შენარჩუნებული იყო  - რამდენი ყინულიც დნებოდა, იმდენივე თოვლის და ყინვის წყალობით ემატებოდა. კლიმატური პირობების ცვლილებამ ეს მყიფე წონასწორობა დაარღვია.

 

„2019 წელს გრენლანდიამ 500 მლნ.  ტონა ყინული დაკარგა - ეს რეკორდული მაჩვენებელია თანამგზავრული დაკვირვებების პერიოდის მანძილზე, რომელიც 1978 წელს დაიწყო. თუ კაცობრიობამ სასათბურე გაზების ჭარბი რაოდენობით გამოყოფა არ შეწყვიტა, ოკეანეს დონის მუდმივი მატება ჩვეული მოვლენა გახდება“ - განაცხადა ამერიკის ბუფალოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეინს ბრაინერმა.

 

თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს CO2-ს გამოყოფის დონე, ამ ასწლეულში გრენლანდია მეტ ყინულს დაკარგავს, ვიდრე ბოლო 12 000 წლის მანძილზე.


 

კვლევის მიზანი იყო ყინულის დნობის ბუნებრივი ნაწილის ადამიანის მიერ გამოწვეულისგან გაყოფა - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ყინულის დნობა სხვადასხვა პერიოდებში განსხვავებულია მზის სიმხურვალის სხვადასხვა დონის გამო. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატურ ცვლილებებში სწორედ ადამიანური ფაქტორის დადგენა.

 

ამ დროისთვის საშუალო ტემპერატურის ზრდის ცივილიზაციისთვის შედარებით უსაფრთხო დონედ მიჩნეულია +2 გრადუსი ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, და სწორედ ესაა პარიზის შეთანხმების მიზანი. ამ შემთხვევაში ყინულების დნობით გამოწვეული ოკეანეს დონის აწევა 2 სანტიმეტრით ნაკლები იქნება.

 

თუმცა, ოკეანეს დონე მომდევნო ასწლეულებში მაინც ზრდას განაგრძობს.

 

„ამ ასწლეულში ზღვის დონე მოიმატებს, თუმცა, არსებული ტენდენცია თუ არ შეიცვალა, ზრდა იმ დონის იქნება, რომ ეს თითქმის მთელს დედამიწაზე ცხოვრების ჩვეულ დინებას დაარღვევს“ - თვლის ბრაინერი.

 

გასულ საუკუნეში ზღვის დონის ზრდა წყლის დათბობასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე მას ძირითადად პოლუსების და გრენლანდიის ყინულების დნობა იწვევს.


le figaro


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up