Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

access_time2020-07-12 16:00:51

 

8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.

 

22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი გზით სხვა კომპანიებიც წავიდნენ- ისინი ჩვენებს ვირტუალურ სამყაროში,  ყოველგვარი პოდიუმების და მაყურებლებით გადაჭედილი დარბაზების გარეშე ჩაატარებენ.

 

პარიზის მსგავსად მაღალი მოდის კვირეული ონლაინ-რეჟიმში ჩატარდებას, მილანიც გეგმავს. მოდის ახალი დემონსტრირების საშუალება - ეს  კარანტინის დროს გაჩენილი ციფრული ინიციატივების მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.

 

ცეკვის გაკვეთილები Dior-თან  Instagram-ში,  Hermès-ის კერვის ვიდეო-კურსები,  Alexander McQueen-ის ქაღალდის თოჯინების შექმნის გაკვეთილები, Prada-ს მიერ ინტერნეტში განთავსებული საუბრები „ახალ სამყაროში კრეატიულობის შესახებ".

 

მოდური ბუტიკები დაიხურა, ბრენდებს კი თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში მოუწიათ.


 

კრიზისის დასაწყისში ადამიანებს მოდაზე მეტად ყურადღება სურდათ. მოთხოვნამ უამრავი ინიციატივა წარმოშვა - კულინარიული რეცეპტები, ლიტერატურული რჩევები, და ა.შ.

მოკლე დროში ბრენდები  კარგ ვირტუალურ მეგობრებად იქცნენ, რომლებიც თავიანთ გარემოცვაზე ზრუნავენ.

 

ასეთი მიდგომა დღესაც გრძელდება.

 

ონლაინ-მაღაზია The Other Store-ს დირექტორის იან რივოალანის თქმით,  საიტებზე პროდუქტების აღწერა უფრო დეტალური და ზუსტი გახდა.

 

„კარანტინის დროს ონლაინ მაღაზიებში მყიდველთა 20%-მა ეს პირველად გააკეთა და ისინი ამას მომავალშიც გააგრძელებენ“ - თვლის ის.

 

ვინტაჟის სპეციალისტმა გოტიე ბორსარელომ ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ კრიზისამდე დაინახა, და მისი საიტი ზუსტად კარანტინის დროს ამუშავდა.

 

„ციფრული ტექნოლოგიები  - მოდის სამყაროს მომავალია. ეს არაა იდეალური ფორმა საშუალო კლასის ტანსაცმელის გაყიდვებისთვის, თუმცა, ის კარგადაა მორგებული პრემიუმ-სეგმენტისთვის. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებს ისედაც, აქამდეც აქტიურად იყენებდა“  - თვლის ის.

 

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ინეს ლეონარდუცი მიიჩნევს, რომ ბრენდებმა ახალ რეალობაზე გადაწყობა უკვე დღეს უნდა დაიწყონ.

 

„მათ ლოჯისტიკას უკეთესად უნდა დაუკვირდნენ  - საიდან მოდის პროდუქტი, სად მიდის, და რამდენად ეფექტურია ტრანსპორტირების სისტემა. ამავე დროს მომხმარებლებმაც რაციონალური ქცევა უნდა ისწავლონ. ონლაინ-ვაჭრობა ბევრ ცდუნებას ქმნის, ამიტომაც ადამიანები უნდა მიეჩვიონ იმის ყიდვას, რაც რეალურად სჭირდებათ, და არა იმის, რისი საშუალებაც საკრედიტო ბარათს აქვს“  - თვლის ის.




თეგები:
Le Figaro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up