„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

access_time2020-08-05 12:10:50

„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო.


2014 წლიდან მოყოლებული, ჩამორთმეული „სელიტრა“ ბეირუთის პორტში, მეთორმეტე განყოფილებაში ინახებოდა. საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული ინფორმაციით, ბოლო დროს დადგინდა, რომ საცავთან შეუფერხებლად მისვლა შესაძლებელი იყო და კვლევითი სამუშაოები დაიწყეს.


წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების გამო მოხდა. ნაპერწკლებმა საცავში შეაღწიეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. საპორტო ინფრასტრუქტურა კი სრულად განადგურდა.


პორტის დირექტორის განცხადებით, ამონიუმის ნიტრატი მეთორმეტე განყოფილებაში სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდა და ის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.


2013 წელს Rhosus-ის გემი, რომელსაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ბათუმიდან მოზამბიკში გადაჰქონდა, ბორტზე გაუთვალისწინებელი გაუმართაობის გამო ბეირუთში გაჩერდა.


გემის შემოწმების შემდეგ, ინსპექციამ Rhosus-ს პორტიდან გასვლა აუკრძალა. ლიბანის სამართალდამცავებმა ეკიპაჟის ნაწილი გაათავისუფლა, თუმცა დატოვა 4 მეზღვაური, რომლებსაც შემცვლელი ეკიპაჟის გამოჩენამდე ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.




ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით 2013 წლის ივლისში Rhosus-ი სევილიაში 14 დღის ვადით დააკავეს.



ბოლო მონცემებით, ბეირუთის აფეთქებამ ქალაქის მასშტაბური განადგურება, 4 000 ადამიანზე მეტი დაზარალებული და მინიმუმ 78 კაციანი მსხვერპლი მოჰყვა.



მომზადებულია LBCI-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით

ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up