ლავროვმა თქვა რა ჰკითხა მას ზალკალიანმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე

ლავროვმა თქვა რა ჰკითხა მას ზალკალიანმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე

access_time2019-09-28 12:01:50

გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების განახლებაზე ჰკითხეს. ლავროვის განცხადების შინაარსს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას ეს კითხვა, თუ როდის აღდგება ავიარეისები, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუსვა შეხვედრაზე, რომელიც ქართულმა მხარემ მოითხოვა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იქნებოდა და რომ მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად.

ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენდა პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისთვის რუსული მხარის სასარგებლოდ, რუსეთი ამ ნაბიჯს ავიამიმოსვლის აღდგენა გადადგამდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. 

„26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც, ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლიანად წასწიოს წინ თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ახლა, ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, მე პირადად განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას. კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს”, - აღნიშნა ლავროვმა. 

27 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა


რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. 

ზალკალიანის თქმით, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. 

მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება 26 სექტემბერს გაავრცელა ევროკავშირმა, 27 სექტემბერს კი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ქართველ და რუს დიპლომატებს შორის აუდიენცია დადებითად შეაფასა

ეუთოს თავმჯდომარის, მიროსლავ ლაიჩაკის შეფასებით კი, ფაქტი აჩვენებს, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოა“.  

ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.


Imedinews

თეგები:
ლავროვი



გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up