ლავროვი: წნელისთან დაკავშირებით ცხინვალის რეაქცია გადაჭარბებულია

ლავროვი: წნელისთან დაკავშირებით ცხინვალის რეაქცია გადაჭარბებულია

access_time2020-01-22 13:04:43

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ლავროვმა 2020 წლის 17 იანვრის პრესკონფერენციაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.


“რთული სიტუაცია შეიქმნა ქართულ-ოსური საზღვრის გასწვრივ წინა წელს. დესტაბილიზაციის ფაქტორი, სამხრეთ ოსეთის ახლოს, სოფელ წნელისში ქართული ძალოვნების პოსტი გახდა. აღსანიშნავია, ასევე ცხინვალის გადაჭარბებული რეაქციაც. მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავშეკავებისგან და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ფარგლებში.


წნელისის კრიზისი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ დიალოგის დაწყების საჭიროებას”, – განაცხადა ლავროვმა.



2019 წლის აგვისტოში სოფელ წნელისში ქართული პოლიციის პოსტის ჩადგმის შემდეგ, ცხინვალმა, დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორის თბილისისკენ გამშვები პუნქტი ჩაკეტა და შესამისად, ახალგორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა. ბიბილოვი თბილისს დღემდე ულტიმატუმს უყენებს – გამშვები პუნქტის გახსნა ახალგორელებისთვის მხოლოდ წნელისში ქართული პოლიციის პოსტის აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.


ნეტგაზეთი


თეგები:
ლავროვი



„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up