ლავროვი აფხაზეთში რუსებისა და ქართველების საკუთრების უფლებაზე საუბრობს

ლავროვი აფხაზეთში რუსებისა და ქართველების საკუთრების უფლებაზე საუბრობს

access_time2020-10-17 18:00:00

“მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს,”- განაცხადა რუსულ მედიასთან “კომსომოლსკაია პრავდასთან” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.


ლავროვის განცხადებითვე, მის გაკვირვებას იწვევას, რომ ეს საკითხი დღემდე დაურეგულირებელია და მოსკოვი აღნიშნულ თემას მალე და უფრო ენერგიულად დაუბრუნდება.


რუსი კოლეგის მოსაზრებას, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.


“როგორც ვხვდები, ცალკეული კითხვები, რომელიც “კომსომოლსკაია პრავდას” რედაქტორის მიერ იყო მისთვის დასმული, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული.



დავა ქონებრივი საკითხების ირგვლივ აფხაზეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა შორის, მათ შორის აფხაზებშიც იჩენს თავს. ამ პრობლემას ეთნიკური განზომილება არ აქვს და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით წყდება.


რაც შეეხება ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო ორგანოს ამ საკითხში ერთიანი მიდგომა აქვს ყველა ეროვნების, მათ შორის ქართველების მიმართ. ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც აფხაზეთის კანონმდებლობა ქონებრივი საკითხების თვალსაზრისით ითვალისწინებს, ეს არის იმ მოქალაქეებისთვის შეზღუდვა, ვინც იბრძოდა ან დღესაც იბრძვის აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინც აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ან საოკუპაციო ჯარებს ეხმარებოდა”, – აცხადებს დაურ კოვე.


აფხაზეთში უძრავი ქონების ან მიწის შეძენის შესახებ დისკუსიები პერიოდულად მიმდინარეობს. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას დაიკანონონ შეძენილი ქონება. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, აფხაზები ბევრჯერ გაკიცხვის ობიექტიც გამხდარან მოსკოვის მხრიდან.


netgazeti.ge

თეგები:
ლავროვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up