ლაურა ღაჭავა: მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და Samsung-თან ხელშეკრულებაც შეჩერდა

ლაურა ღაჭავა: მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და Samsung-თან ხელშეკრულებაც შეჩერდა

access_time2019-02-28 16:11:21

ბიზნესლედი ლაურა ღაჭავა GBC-სთან სამკერვალო ქარხნის დახურვაზე აცხადებს, რის შედეგადაც 250 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. მიზეზად ღაჭავა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ასახელებს.


კერძოდ, მისი თქმით, ჯერ კიდევ დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში მუხრან ბაგრატიონს სასათბურე პირობები შეუქმნეს. მან პროექტ „დამზადებულია საქართველოში“ ფარგლებში სესხი აიღო, რომელსაც 2 წელი არ ემსახურება, შემოიყვანა ბალტიისპირეთიდან ინვესტორები და მათ გადაიბირეს მთავარი დამკვეთი „მონკლერი“


“ახლა მოდაში კალაძე, ბაგრატიონი და სხვები არიან, ნაცვლად იმისა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალ ბიზნესმენს ხელი შეუწყონ, პირიქით ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 12 მილიონი სესხი მაქვს აღებული სწორედ ამ ქარხნის გამო და 3.5 მილიონი კიდევ გადასახდელი მაქვს თიბისი ბანკისთვის, ახლა კი ჰაერში ვარ”, - აცხადებს ლაურა ღაჭავა.



მისივე თქმით, მოკლერი მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო, სხვა კონტრაქტები კი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. უწევდა მკერავების ტრანსპორტირების, კვების, დაზღვევის უზრუნველყოფა- “7 წელია ქარხანა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიცია მუდმივად უკან ბრუნდებოდა”.


ღაჭავას თქმით, ამ ფაქტის გამო გაოგნებულები არიან მისი პარტნიორებიც, მათ შორის გერმანელი და პოლონელი დამკვეთები, რომლებისგან ახალი შეკვეთის მიღებას ელოდა, თუმცა მათ საქართველოში ვიზიტი გადადეს, რასაც თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.


“ახალ მინისტრთან შეხვედრა არ მქონია, რა აზრი აქვს. ვფიქრობ და სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ვპოულობ”, - აღნიშნავს ბიზნეს ქალბატონი.


GBC






აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up