ლატვიის covid პაკეტით მედია €2 მლნ-ს მიიღებს

ლატვიის covid პაკეტით მედია €2 მლნ-ს მიიღებს

access_time2020-05-01 12:30:02

რეგიონში კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულებისთვის სტიმულირების ყველაზე სოლიდური პაკეტი ესტიონეთს და ლატვიას აქვს, მშპ-ს - 7%.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ფოკუსში 6 ქვეყანა მოხვდა. http://eprc.ge/uploads/brosh/Final.pdf

აზერბაიჯანი

ეკონომიკის და მეწარმეობის (დაახლოებით $1.5 მლდრ) მხარდაჭერის პაკეტი მშპ-ს 3%-ია და პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსები


საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლრდ.) ახალი სესხების მომსახურებისთვის. არსებული სესხებისათვის კი დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.). სუბსიდირებას გაუწევს არსებული (10%) და ახალი სესხების (7%) საპროცენტო განაკვეთს.


უმუშევრად დარჩენილი 600,000 მოქალაქე, 2 თვის განმავლობაში $224.5-ს მიიღებს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-სგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრო მეწარმეები ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.სტუდენტები,სოციალურად დაუცველ ოჯახიდან, სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსებას მიიღებენ.


თურქეთი


კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ გამოაცხადა 100 მლრდ. თურქული ლირას ოდენობის დახმარების/სტიმულირების პაკეტი (დაახლოებით $15.4 მლრდ./ მშპ-ს 2%).75 მლრდ. ლირა ($11.5 მლრდ/ მშპ-ს 1.5%) დაიხარჯება ფისკალურ ზომებზე, ხოლო 25 მლრდ ლირა ($3.8 მლრდ/მშპ-ს 0.5%) გადაეცემა საკრედიტო გარანტიების ფონდს.


სახელმწიფო, სამი თვის მანძილზე, ანაზღაურების 60%-ს გაუსტუმრებს იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებასაც. 2 მილიონ გადამხდელს დღგ 6 თვით გადაუვადდა. საშემოსავლო გადასახადი გადავადდა ფორს-მაჟორული გარემოებებით დაზარალებული და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებიათვის. ბანკებმა ფინანსური პრობლემის მოქნე კომპანიიებს სასესხო ვალდებულებები 3 თვით გადაუვადეს..


სომხეთი



ერთჯერად დახმარებას მიიღებს ოჯახი, სადაც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად.მეწარმეების, კარგი საკრედიტო ისტორიით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების, სუბსიდირების და რეფინანსირების სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს ($521,000), საპროცენტო განაკვთი კი 6%-ს.


კომპანიები, 2-დან 50-მდე დასაქმებულით, მიიღებენ ერთჯერად გრანტს ყოველი მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურების მოცულობით. ერთჯერად გრანტს მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც, პირველ კვარტალში კომპანიის ბრუნვის 10%-ის მოცულობით.მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე 50 მლნ. დრამის ოდენობით. სესხის მოცულობა განისაზღვრება ბიზნესის კაპიტალის ბრუნვით. სესხის ხანგრძლივობა არის 36 თვემდე, მსესხებელი გადახდას იწყებს 6 თვე შემდეგ.ერთჯერად, 50% და 30%-იან, შეღავათს მიიღებენ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. შეღავათის ზომა განისაზღვრება აბონენტის თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯებით.


ესტონეთი


პარლამენტმა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის კრიზისული ბიუჯეტი დამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს დახმარების პაკეტს 2 მლრდ. ევროს მოცულობით (მშპ-ს 7%).


€1 მლრდ. გაცემული ბიზნეს სესხების შემსუბუქებას მოხმარდება. €500 მლნ. მოხმარდება ბიზნეს სესხებს, მიმდინარე კაპიტალის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. €50 მლნ. გამოყოფილია საინვესტიციო სესხების სახით.უმუშევართა დაზღვევის ფონდი მიიღებს €250 მლნ-ს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს.სტიმულირების პაკეტი საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს. შემსუბუქდება წინასწარი საგადასახადო შენატანები თვითდასაქმებულთათვის. ასევე, ორი თვით გაუქმდება საპროცენტო ინტერესი საბაჟო და საშემოსავლო დავალიანებებზე.ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებები რომლებიც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის შედეგად. ამისათვის გამოყოფილია €3 მლნ.


ლატვია

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი €2 მლრდ. მოცულობით (მშპ-ს 7%), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესებისა და დასაქმებულთა ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებს და სახელმწიფო გარანტიებს სესხებისათვის.ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია €900 მლნ. €200 მლნ. დაზარალებული ბიზნესების სესხების დაფინანსებას მოხმარდება და €700 მლნ. სახელმწიფო გარანტიების სქემებზე დაიხარჯება.პაკეტი მიზნად ისახავს დაზარალებული სექტორებისათვის ზიანის შემსუბუქებას. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, ასეთ სექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურების 75%-მდე (€700-მდე) დაფაროს. ანაზღაურება არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.კომპანიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადასახადების გადახდას, შეძლებენ მათ გადავადებას 3 წლის ვადით, ყველანაირი ჯარიმის და დამატებითი გადასახადის გარეშე.€8 მლნ. გამოიყო, სამი თვით 4500 "წინა ხაზის“ სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების გასაზრდელად, €2 მლნ-ს მიიღებს მასმედია, €45 მლნ. მოხმარდება სოფლის მეურნეობის სექტორს, €75 მლნ. - გზების მშენებლობას.


ლიეტუვა

ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა €2.5 მლრდ. (მშპ-ს 5%) მოცულობის ფისკალური დახმარების პაკეტი. პაკეტში, პირდაპირი დანახარჯები დაახლოებით €1.1 მლრდ-ს (მშპ-ს 2.3%) უტოლდება, დარჩენილი €1.3 მლრდ. (მშპ-ს 2.6%) გარანტიებსა და სესხების მომსახურებას მოხმარდება.


ხელისუფლება იღებს ვალდებულებას გაისტუმროს დასაქმებულთა ანაზღაურების 60% (დაახლოებით €607-მდე). უფრო მაღალი პროცენტი აუნაზღაურდებათ კომპანიებს ისეთი სექტორებიდან, რომელთაც პირდაპირი ზიანი მიიღეს დაწესებული შეზღუდვებით.


საშუალო და დიდი ზომის საწარმოთა ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად, პირდაპირი სესხებისა და ინვესტიციების სახით, გამოყოფილია €100 მლნ.მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საპროცენტო განაკვეთის კომპენსირებისათვის გადავადებულ სესხებზე გამოყოფილია €23 მლნ. დამატებით, მათ აქვთ წვდომა რბილ სესხებზე €50 000 მოცულობით. სესხების გასაცემად ლიეტუვას მთავრობამ €50 მლნ. გამოათავისუფლა.


მთავრობა ქირის გადასახადის 50%-იან სუბსიდირებას გაუწევს ბიზნესებს, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს გამოცხადებული შეზღუდვების შედეგად. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სივრცის მეპატრონე ქირას 30%-ით შეამცირებს.


წყარო: gbc.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up