ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუს მომღერალ გრიგორი ლეპსს (ლეფსვერიძეს)

ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუს მომღერალ გრიგორი ლეპსს (ლეფსვერიძეს)

access_time2019-11-03 14:22:54

ლატვიამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ცნობილ რუს საესტრადო მომღერალ გრიგორი ლეპსს, რომელსაც რიგაში 2020 წლის თებერვალში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ტვიტერში დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა, ამის მიზეზია რუსი მომღერლის საეჭვო კავშირები დანაშაულებრივ სამყაროსთან, რის გამოც ლეპსს მანამდე ლიეტუვამ აუკრძალა თავის ტერიტორიაზე შესვლა.

„სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შეფასების საფუძველზე და იმიგრაციის შესახებ კანონის თანახმად, მივიღე გადაწყვეტილება შევიყვანო გრიგორი ლეფსვერიძე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ლატვიის რესპუბლიკისათვის არასასურველი პირების სიაში“, - დაწერა რინკევიჩმა.


მაისში ლეპსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვამ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩიუსმა, სააგენტო BNS-ს აცნობა, რომ ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო აშშ-ის 2013 წლის გადაწყვეტილებით. ვაშინგტონმა მომღერალი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა რუსულ დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირისათვის.


თავად ლეპსი დამნაშავეებთან კავშირს უარყოფს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ თავს კანონმორჩილ მოქალაქედ მიიჩნევს.



2018 წელს ჟურნალ Forbes-ის რუსულენოვანმა გამოცემამ პოპმუსიკოსი შეიყვანა რუსეთის შოუბიზნესის ვარსკვლავთა ოთხეულში. გამოცემის თანახმად, წარმატების მიღწევაში მომღერალს დაეხმარა რუს მილიარდერებთან, ისკანდერ მახმუდოვსა და ანდრეი ბოკარევთან მეგობრობა, რომლებიც ესპანეთის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილი იყვნენ ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში.


2012 წელს გრიგორი ლეპსი მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი.


ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მისი კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართა საპროტესტო აქციის ფონზე.


რადიო "თავისუფლება" 

თეგები:
ლატვია



სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up