ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარი გახსნა

ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარი გახსნა

access_time2021-05-03 16:30:00

დღეს ვირტუალურ ფორმატში დაიწყო აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა, რომელიც 3-5 მაისს გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა სემინარი თემაზე: „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის.“


სემინარში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველმა და ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


სემინარის მოდერატორი იყო ჟურნალისტი და წამყვანი ზეინაბ ბადავი.


ADB-ის მმართველთა სემინარში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ფილიპინებისა და ინდოეთის ფინანსთა მინისტრებმა.



სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა: ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა.


როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში.


„ჩვენ დავინახეთ, რომ ციფრულ ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ის სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მომავალში, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სწორედ ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. განსაკუთრებით, ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს. ამასთან, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისთვის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტი „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“, რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მან, ასევე, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტირება ამ მიმართულებითაც.


თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.


„პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა - ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up