ლაშა ხუციშვილი: ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ  მიმდინარე წელსვე მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს

ლაშა ხუციშვილი: ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ მიმდინარე წელსვე მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს

access_time2021-09-13 16:20:00

ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ მიმდინარე წელსვე მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს და მომდევნო წლებშიც ამ ნიშნულს მუდმივად ჰქონდეს შემცირების ტრაექტორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის სესხის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მინისტრის განცხადებით, არასწორი იყო აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.


„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ვალის მოცულობა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომელსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ზღვარი, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. გარდა ამისა, ძალიან საგულისხმოა გარემოება, როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ბანერებით და ტრაფარეტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, იმაზე თუ რატომ არ ავიღეთ სესხი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით, ყოველთვის განხილული იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, არის რეფორმები. ამ კუთხით, საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ რეფორმები, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



როგორც მან აღნიშნა, გარკვეული კორექტირების მოლოდინი, შესაძლოა სხვა ვალებთან მიმართებითაც არსებობდეს.


„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით. შესაძლებელია, ქვეყანამ აიღოს სესხები, თუმცა, ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა გზა, მათ შორის, მოდელი, რომლის მიხედვით, კონკრეტული დონორის სესხის მოცულობა შეიძლება შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება, რაც არსებითად შეამცირებს სესხის დონეს. კიდევ ერთხელ, ცხადად მინდა განვაცხადო, რომ 60%-იანი ნიშნული არ არის შესაბამისობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და ჩვენი მიზანია, ამ ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს უკვე მიმდინარე წელს და მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში, ამ ნიშნულს მუდმივად ჰქონდეს შემცირების ტენდენცია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up