ლაშა ხუციშვილი: სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

ლაშა ხუციშვილი: სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

access_time2021-06-01 13:40:00

1-ელ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„მასთან ერთად ადგილზე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.



სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.


როგორც აღინიშნა, სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად.


აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ.



გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო პროცედურები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად „სარფის" საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან - კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს შეადგენს.


ბოლო 6 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის" გავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ - 174 841 შეადგინა. ამჟამად საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს.



უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება, ვიზიტორის მიერ, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან PCR-ტესტის აღებიდან, 72 საათიანი პერიოდულობის მქონე უარყოფითი პასუხით.


ამასთან ხაზგასმით განვმარტავთ, რომ არავაქცინირებული ვიზიტორი საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარადგინოს, ბოლო 72 საათიანი ვალდებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და აგრეთვე მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up