ლაშა ხუციშვილი: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია დასკვნით ეტაპზეა

ლაშა ხუციშვილი: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია დასკვნით ეტაპზეა

access_time2021-06-11 20:46:00

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია დასკვნით ეტაპზეა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ამ მნიშნელოვან რეფორმაზე სამინისტროს ხედვა ეფუძნება OECD-ის, IMF-ის, WB-ის და ADB-ის საუკეთესო გამოცდილებებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა შედგება 5 ძირითადი სვეტისგან:

პირველი - კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს საწარმოთა კორპორაციული მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების და OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას სახელმწიფო საწარმოებში. გამჭვირვალე პროცედურით შერჩეულ, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს უნდა ჰქონდეს მთავარი როლი სახელმწიფო საწარმოს მმართველობაში. ამ პრინციპის წარმატებული პილოტირება უკვე განხორციელდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

მეორე - კომერციულობა უნდა გახდეს საწარმოს უმთავრესი მიზანი - თუ არსებობს არაკომერციული საქმიანობა, ის ან უნდა გაუქმდეს ან გამჭვირვალედ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;


მესამე - დარგში კონკურენციის ხელშეწყობა - სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ ერთგული თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებისადმი. სახელმწიფო საწარმოები არ უნდა არღვევდნენ კონკურენციულ გარემოს და არ უნდა იქმნებოდეს ხელშემშლელი გარემო ბაზარზე შესვლისათვის. ეს დაუშვებელია და რეფორმა ამ პრაქტიკებს აღმოფხვრის.

მეოთხე - სწორად ჩამოყალიბებული სახელმწიფო საწარმოთა ფლობის მიზანი, და საწარმოში სახელმწიფოს მონაწილეობის ზომის რაციონალურობა - სახელმწიფოს საწარმო უნდა გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ეკონომიკის განვითარების მიზნისათვის საუკეთესო საშუალება. და მეორე, უნდა განვსაზღვროთ, რატომ გვაქვს ამ საწარმოში მაინცდამაინც 100-პროცენტიანი წილი, სადაც ასეთი საჭიროება არ არსებობს, უნდა მოხდეს საწარმოს წილის პრივატიზაცია. გასხვისება უნდა მოხდეს საფონდო ბაზარზე, რაც გასხვისების ყველაზე გამჭვირვალე მეთოდია. ეს იქნება კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმი.

მეხუთე - ყველა საწარმოს უნდა ჰქონდეს ე.წ კორპორაციული მიზნების განაცხადის დოკუმენტი, რომელიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ცნობილი - ეს მოიცავს კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ და არაფინანსურ სამიზნე მაჩვენებლებს (ე.წ. KPI-ებს), რომლის ამბიციურობა და შესაბამისობა უნდა ფასდებოდეს დაგეგმვის ეტაპზე და მათი მიღწევა უნდა კონტროლდებოდეს მთავრობის მიერ საწარმოს საქმიანობაში ჩარევის გარეშე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, სადაც სრული ეს ციკლი საჯარო იქნება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და პრივატიზაცია, არ წარმოადგენენ ერთმანეთის ალტერნატივებს. უფრო მეტიც, რეფორმა იქნება პრივატიზაციის ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტური ინსტრუმენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up