ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

access_time2021-10-13 21:18:53

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტაო ჟანგი შეცვალა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.



მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.




ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებას.



როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციისა და რეფორმების მიმართულებით.



ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფისკალური რისკებისა და საჯარო ფინანსების მართვა და სხვა.



გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up