ლაშა ხუციშვილი: მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება

ლაშა ხუციშვილი: მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება

access_time2021-12-06 17:20:00

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს.



„მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას. პირველი ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. იცით, რომ სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში. ამ მიმართულებით, კაპიტალური ხარჯები გვაქვს 9,1% მშპ-სთან მიმართებით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი გასულ წლებში ჰქონია ქვეყანას. ძირითადი ნაწილი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რეგიონალურ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. შესაბამისად, ცალსახად იკვეთება ის, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეორე - ესაა ჯანდაცვის სექტორი, რომელიც გარკვეულწილად, პასუხობს პირველ საკითხსაც - ეკონომიკურ ზრდასაც. პანდემია და პანდემიიდან გამომდინარე გაურკვევლობა, არის ყველაზე დიდი რისკი, რაც შეიძლება მომდევნო წლებში ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის ხარჯები ასახულია ბიუჯეტში. გარდა ამისა, არის სოციალური მიმართულება და ზრდა გათვალისწინებულია, როგორც პენსიების, ისე სოციალური და მიზნობრივი დახმარებების ნაწილში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.




მისი თქმით, დღეს ყველა ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე.



„პანდემიის გათვალისწინებით, ვხედავთ სწრაფად ცვალებად გარემოს. ამ კუთხით, პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომარეობა ქვეყანასა და მსოფლიოში არ არის დასრულებული და იმის პერსპექტივა, რომ მომდევნო წელს ის დასრულდება, ნაკლებია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.









რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up