ლაშა ხუციშვილი: მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

ლაშა ხუციშვილი: მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

access_time2021-08-05 17:40:00

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მინისტის თქმით, აღრიცხვიანობის და ანგარიშვალდებულების შეფასების საუკეთესო მოდელად აღიარებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების - ე.წ. PEFA-ს შეფასება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება; განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული შეფასების ინდიკატორების 81 პროცენტში საქართველოს აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება.


ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს თითოეული მიმართულებით და სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2026 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში, 2030 წელს - ინდიკატორების 95 პროცენტში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


რაც შეეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვნია ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი რომლის მიხედვით საქართველო იმყოფება სრულიად გამჭვირვალე სტატუსის მქონე 6 ქვეყანას შორის.



„მომდევნო წლებში, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია გამჭვირვალობის სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებისკენ და რაც მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობის მიღწევისკენ. შედეგად ჩვენ მუდმივად შევინარჩუნებთ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ქვეყანას მაღალი შეფასებები აქვს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.


„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს TADAT-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up