ლაშა ხუციშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა

access_time2022-04-22 12:10:00

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ნილს ანენმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა.

ლაშა ხუციშვილმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის.

ცალკე აღინიშნა COVID-19-ის პანდემიის დროს გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რომლის საერთო მოცულობამ 2020-2021 წლებში, დაახლოებით, 203,8 მილიონი ევრო შეადგინა.


ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასა და ევროკომისიის მიერ, ქვეყნისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების პროცესს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
access_time2022-07-05 17:00:06
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ. „ყოველდღიური სამუშაო სიძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხები ექმნება, როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“,...

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...


მსგავსი სიახლეები

up