ლაშა ხუციშვილი ევრობონდების შესახებ: ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75%  არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში

ლაშა ხუციშვილი ევრობონდების შესახებ: ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში

access_time2021-04-16 14:20:00

ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ეს ფაქტი ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან.


„ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით, ჩვენ შევქმენით ახალი, მართლაც ისტორიული ნიშნული, ე.წ. ბენჩმარკი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.



როგორც მან აღნიშნა, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, იყო ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა („B+“დან „BB“ მდე).


წარმატებით წარმართული პროცესისთვის ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ პროექტზე.


„ესენი არიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები - JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები TBC Capital და Galt & Taggart. ასევე, ჩვენი იურიდიული მრჩეველები Baker McKinzie და BLC. მადლობა მათ გუნდური და ეფექტური მუშაობისათვის. ეს იყო ერთობლივი მუშაობის ნამდვილად წარმატებული მაგალითი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.








თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up